,,თქვენ არაადამიანებო! ნაძირლებო! სპეკულიანტობთ ადამიანების უბედურებით!''-თამრიკო ჭოხონელიძე განცხადებას ავრცელებს
13 ივნისს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმოხილვა არ წყდება. ცნობილი ადამიანებიც საკუთარ აზრს გამოთქვამენ. ერთ-ერთი ასეთია თამრიკო ჭოხონელიძე.
“მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო
ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ
ტრაღედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაღედია დაუმატა! უდიდესი სიამაყის
განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის
გამო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა--თქვენ გაგახაროთ და
გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი
ადამიანობით -სიამაყის ცრემლებამდე!იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები
არ მყოფნის!!მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და
მწარე!---თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას
წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად---ნიჩბების შესაძენად მისულებს
ფასები მომატებული დახვდათ???!!!გესმით თქვენ???!!!ტაქსის მძღოლებიც არ
ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს!!! მათ მინდა მივმართო----თქვენ
არაადამიანებო! ნაძირლებო!სპეკულიანტებ ადამიანების
უბედურებით!!---დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი???!!!ფუი თქვენს
ადამიანობას!!! ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები!თქვენ ხომ მათ
რიცხვშიც არ ეწერებით???!!! სახლში მიიტანეთ არა ეს ფული???!!!საშოვარზე
იყავით გასული არა???!!!როგორ გითხრათ სიტყვა-გრცხვენოდეთ!--თქვენ ხომ
გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ???!!!''- წერს მომღერალი საკუთარ “facebook'' გვერდზე.