ნინო შუბლაძის ახალი თანამდებობის შესახებ, ნიკა გვარამიამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
„ნინო შუბლაძე არის პროფესიონალი. მან მედიიდან წასვლა გადაწყვიტა
თავისი პირადი მიზეზების გამო. ახლა დასაქმდა ჯანდაცვის სამინისტროში
საკუთარი პროფესიით. მეგობრებო (და არამეგობრებო) ორივე პოლიტიკური
ბანაკიდან, მოეშვით შეურაცხყოფებს. პროფესიონალებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა
საკუთარი პროფესიით მუშაობისა. პარტიული კონიუნქტურა არაფერ შუაშია,
პროფესიონალებმა ოჯახები უნდა არჩინონ საკუთარი შრომით. პირიქით,
პოლიტიკოსები უნდა შეეშვან ადამიანების პარტიული თუ სხვა აფილიაცების
მიხედვით დანიშვნა/გათავისუფლებას და ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟიც არ
მოყვება მსგავს დანიშვნებს და საჯარო სამსახურიც ბევრად ეფექტიანი იქნება.
Nino Shubladze შუბლიკ, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ.
@საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - კარგი გადაწყვეტილებაა” - წერს გვარამია.ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დაინიშნა. შუბლაძე საქმიანობას მიმდინარე კვირას შეუდგება. ნინო შუბლაძე
რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა. ის იყო
საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის მოადგილე. მან
ტელეკომპანია გასულ წელს დატოვა.