x
image
ციცი
Mediator image
"ამ ფეხსაცმელს არასდროს გავიხდი"-არქიმანდრიტი ანთიმოზი პატრიარქის ნაჩუქარმა ფეხსაცმელმა განკურნა.
image
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი), იგივე თამაზ ბიჩინაშვილი ეს ის მამაოა, რომელიც ხშირად ეხვევა სკანდალებში. ანთიმოზ ივერიელი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ხშირი მომხმარებელია და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

პირად გვერდზე მან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერს თუ როგორ განიკურნა უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნაჩუქარი ფეხსაცმლით და რწმენის დიდი სიყვარულით:

"პატრიარქის საჩუქარი...
სამი თვის უკან უწმიდესი გიბარებსო.
მივედი საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე. სტუმრები იყვნენ. მორჩა ლოცვა. ყველას ესაუბრა, მოეფერა.
გახდა 11 საათი. უწმიდესი საძინებელში აბრძანდა. დაცვის ბიჭებმა მითხრეს შედიო. საძინებლის წინ მისაღები აქვს. ფეხები უკან მრჩება, მერიდება. უწმიდესს 87-დან ვიცნობ, მის სიახლოვეს ყოველთვის ენა მივარდება.
მესაუბრა, მომეფერა. მერე მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო! ანუ მარჯვენა მუხლში ხელოვნური სახსრები არ ჩაიდგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ და იმკურნალეო.
მერე აბრძანდა და საძინებელში გავიდა.
ორ წუთში გამოდის და ფეხსაცმელი მოაქვს. მეუბნება: სულ ორჯერ მეცვაო და მჩუქნის.
დავარდი მუხლებზე, ამიტყდა ტირილი, ხელზე ვკოცნი და ვეუბნები: მადლობა თქვენო უწმიდესობავ! ამ ფეხსაცმელს არასდროს გავიხდი-მეთქი.
ღიმილით მპასუხობს: არა, არა ღამე გაიხადეო.
რაც ის ფეხსაცმელი ჩავიცვი, მუხლი ჯერ ისე არ გამსიებია, რომ სიარული არ შემეძლოს!
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)."


მამაოს სტატუსს ბექა ხოფერია გამოეხმაურა, რომელსაც პატრიარქთან დაკავშირებით ტკბილი მოგონებები აღეძრა:


"თქვენს ამ სტატუსზე მეც გამახსენდა ჩემი ისტორიები პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით და არცერთხელ არ მისაუბრია ისე, რომ არ მეტიროს... რაც შეეხება საჩუქარს მეც არ მომიხსნია მისი ნაჩუქარი ჯვარი, სანამ არ დავკარგე. მადლობა ტკბილი მოგონებისთვის!"

0
164
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0