საზოგადოება უკრაინაში სააკაშვილის გამოსახულებით ქართული მონეტები გამოუშვეს 2015, 11 დეკემბერი, 1:26
მონეტების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა გამორიცხული არ არის მოთხოვნის შემთხვევაში კიდევ გამოუშვან. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სოლიდური თანხა მყიდველებს ხელს არ უშლის. გაყიდვების პირველ დღეს შეუკვეთეს სამი სპილენძის, ნიკელის, ორი ვერცხლის და ერთი მოოქროვილი მონეტა. მონეტების გამოყენება მხოლოდ სუვენირადაა შესაძლებელი. პროექტის მომხრეები ამტკიცებენ რომ ოდესის გუბერნატორის უფლებები არ ირღვევა, რადგან ეს ფაქტი მის პირველ მოადგილესთან შეათანხმეს და შესაბამისად სამართლებრივი კუთხე მოგვარებულია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მონეტები "ქართულია", კერძოდ კი ათასლარიანია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 314 3-ს მოსწონს
|