სასმელები Black & White — ბლეკ ანდ უაიტ 2012, 28 მაისი, 0:35 ეს უნიკალური შოტლანდიური ვისკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინგლისში. დაბალანსირებული, რბილი, ღია ელფერითა და საუკეთესო ბუკეტით. მარკა შემუშავებულია 1884 წელს საზღვაო კომპანიის თანამშრომელ ჯეიმს ბაშენენის მიერ. 1906 წელს მან ვისკის უწოდა „ბლეკ ენდ უაიტ“ (შავი და თეთრი) შავი ბოთლისა და თეთრი ეტიკეტის გამო. თავდაპირველად ეტიკეტზე გამოხატული იყო ცხენის ფიგურა და შემდგომ იქნა მიყვანილი დღევანდელ სახემდე — თეთრი და შავი ძაღლის გამოსახულებით, რომლებიც შოტლანდიურ თეთრი და შავი ტერიერების ჯიშის ძაღლებს წარმოადგენენ. 49 1-ს მოსწონს
|