68 წლის სოფია როტარუ სკამიდან გადმოვარდა და საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ დაეცა
2015, 10 დეკემბერი, 9:50
მომღერალი სოფია როტარუ უკრაინაში დევნის მიუხედავად ჩამოფრინდა მოსკოვში იმისთვის, რომ მიეღო მონაწილეობა მთავარ საახალწლო შოუში «Песня года», გაურკვეველი მიზეზის გამო წლის მთავარ შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ალა პუგაჩოვამ, ამიტომ ყველა ფოტო და ვიდეოკამერა უკრაინელ პოპ-დივასკენ იყო მიმართული.
მომღერალმა მიულოცა ახალი წელი რუს ტელემაყურებლებს და უსურვა მათ მშვიდობიანი ზეცა.
თუმცა იყო კიდევ ერთი მიზიეზი, რამაც უკრაინელი პრიმა მომღერალი ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოაქცია.საახალწლო ნაძვისხესთან ფოტოგრაფებთან პოზირების დროს მოულოდნელად მომღერალი სკამიდან გადავარდა და საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ გაადინა ზღართანი.მომღერალთან უმალ მიცვივდენ შოუს ადმინისტრატორები და საგრიმიოროში გაიყვანეს.
თავზე გადამხდარი კონფუზის გამო თვითონ სოფია როტარუსაც გულიანად გაეცინა.
დასასრულს უნდა ავღნიშნოთ, რომ 68 წლის მომღერალი, როგორც ყოველთვის ფანტასტიურად გამოიყურება.