მუსიკა ცნობილი მუსიკოსების ვაჟები,რომლებმაც მამების კარიერა გააგრძელეს 2015, 9 დეკემბერი, 21:03 როდესაც ცნობილი მუსიკოსების შვილებზეა ლაპარაკი, როგორც წესი, უმეტესად პრიალა ჟურნალები თუ ბომონდური პრესა აჭრელებულია ცნობილი მამიკოების ქალიშვილების სურათებით.ეს იქნება პოლ მაკარტნის, მიკ ჯაგერის, სტივენ ტეილორის, კრის დე ბურგის, ოზი ოსბორნის თუ სხვათა ქალიშვილები.ზოგი სამოდელო ბიზნესშია, ზოგი მსახიობი ან მომღერალია.ამიტომ შევეცადე ეს შეცდომა ოდნავ მაინც გამოვასწორო და დღეს მოგითხროთ ცნობილი მუსიკოსების ვაჟებზე, რომლებმაც მამების კარიერა გააგრძელეს და თანაც, რაც მთავარია სხვადასხვა მიზეზების გამო "მამიკოების ფრთებქვეშ" არ გაიზარდნენ და ფაქტიურად დამოუკიდებლად გაიკვალეს გზა შოუ-ბიზნესში. ჯულიან ლენონი-მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ჯგუფის- "ბითლზის" ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ჯონ ლენონის ვაჟი.დაიბადა 1963 წლის 8 აპრილს, ლივერპულში, მისი დედა სინტია ჯონის პირველი ცოლი იყო, შემდეგ 1968 წელს ჯონმა გაიცნო იოკო ონო და ცოლი მიატოვა.მალევე ჯონი იოკოსთან ერთად ა.შ.შ-ში გადაბარგდა.პატარა ჯულიანს მიუძღვნა პოლ მაკარტნიმ "ბითლზის" ცნობილი ჰიტი "Hey Jude". სკოლის დამთავრების შემდეგ ჯულიანი უელსში ცხოვრობდა, იგი მეგობარ ჯასტინ კლეიტონთან ერთად ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა."როცა სახლში ვბრუნდებოდი, მივუჯდებოდი ხოლმე როიალს და ვუკრავდი, შემდეგ შევეცადე სიმღერაც დამეწერა, მოვასმენინე მეგობრებს დ ძლიერ მოეწონათ"-იხსენებს ჯულიანი. სადებიუტო ალბომი"Valotte" 1984 წელს გამოვიდა და ა.შ.შ-ში პლატინის სტატუსი შეიძინა(სხვათა შორის ეს ალბომი საბჭოთა "მელოდიამაც" გამოსცა.) ხოლო სინგლმა "Too Late For Goodbyes" #1 ადგილი დაიკავა ა.შ.შ-ს ჩარტებში.ამჟამად მომღერალს 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, ბოლო 2011 წელს გამოვიდა სახელწოდებით "Everything Changes".ჯულიანის უმცროსი ნახევარძმაც-შონი(იოკოს ვაჟი) მუსიკოსია. ჯეისონ ბონემი-მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო(თუ საუკეთესო არა), "ლედ ზეპელინის" დრამერის, ჯონ ბონემის ვაჟი. დაიბადა 1966 წლის 15 ივლისს დედლიში(ინგლისი).14 წლის იყო ჯეისონი, როდესაც მამა ტრაგიკულად დაეღუპა.იგი პატარაობიდანვე სწავლობდა დრამზე დაკვრას, 17 წლის ასაკში ჯგუფ "Virginia Wolf"-ის წევრი გახდა.ამის შემდეგ ბონემი უმცროსი რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში გამოდიოდა, შექმნა საკუთარი ჯგუფი Bonham, პოპულარული გახდა ჰიტ-სინგლი- "Wait for You»", ხოლო 1992 წელს პოლ როჯერსთან ერთად ჩაწერილი ალბომი" Muddy Water Blues: A Tribute to Muddy Waters", გრემის პრემიაზე იყო წარდგენილი. 2007 წელს "ლედ ზეპელინი" დროებით შეიკრიბა, დაღუპული მამის ადგილი ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე შვილმა-ჯეისონ ბონემმა დაიკავა. 2010 წლისდან ჯეისონ ბონემი ახალი სუპერჯგუფის წევრი გახდა- "Black Country Communion", ბასისტ გლენ ჰიუზთან და გიტარისტ ჯონ ბონამასთან ერთად. იურგენ ბლეკმორი- რიჩი ბლეკმორის შვილი(ექს-"დიფ ფარფლი", "რეინბოუ", ამჟამად "ბლეკმორ ნაითი").მის მამიკოს "ჰარდ-როკ გიტარის უგვირგვინო მეფეს" უწოდებენ, god of guitar-მა მამამისი 5-ჯერ ზედიზედ(2007-2011) წლებში მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტად დაასახელა. იურგენი დაიბადა 1964 წლის 7 ოქტომბერს ლონდონში, მისი დედა, გერმანელი ვარგიტ ვოლკმარიჩის პირველი ცოლი იყო, ისინი ჰამბურგში ცხოვრობდნენ, იურგენი ამჟამადაც გერმანიაში ცხოვრობს, (თუმცა ლონდონში დაბადების გამო ინგლისური პასპორტი აქვს.)5 წლის იყო იურგენი, როცა მამამისი მეორედ დაქორწინდა 1969 წელს, ისევ გერმანელ ქალზე(ამის შემდეგ ბლეკმორმა უფროსმა კიდევ 3-ჯერ იქორწინა). იურგენი 10 წლის იყო, როდესაც პირველი გიტარა აჩუქეს, ამის შემდეგ იგი სახელოვანი მამის გზას დაადგა, 2008 წელს გერმანელ მომღერალ ელასთან ერთად გამოდის ალბომი "out of time", ხოლო 2011 წელს იურგენის სოლო ალბომი J.R. BLACKMORE & Friends "VOICES". 2008 წელს ჯგუფ "რეინბოუს" ყოფილმა სოლისტმა ჯო ლინ ტერნერმა(მან "დიფ ფარფლი"-შიც იმღერა 1990-92 წლებში, როცა იან გილანი შეცვალა), გადაწყვიტა აღედგინა "რეინბოუ", თუმცა როგორ იქნებოდა ჯგუფის შეკრება, მისი მთავარი სულისჩამდგმელის, რიჩი ბლეკმორის გარეშე?ტერნერმა გადაწყვიტა ბლეკმორი უმცროსი მოეწვია.იურგენი ორი კვირა ფიქრობდა დათანხმებოდა თუ არა, საბოლოოდ მამას დაურეკა და რჩევა ჰკითხა, რიჩიმ დაწვრილებით გამოჰკითხა შვილს ყველაფერი და ბოლოს უთხრა:"წადი და გააკეთე ეს!".2009 წელს დაიწყო "Over The Rainbow"-ს წარმატებული ტურნე დსთ-ს ქვეყნებში და სამხრეთ ამერიკაში. 2010 წლის 27 დეკემბერს, ჰამბურგში იურგენი "დიფ ფარფლთან" ერთად გამოვიდა კონცერტზე. ენრიკე იგლესიასი-მამამისი, ხულიო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი მომღერალია, მისი გაყიდული ალბომების რაოდენოაბა 300 მილიონს შეადგენს. ენრიკე 1975 წლის 8 მაისს დაიბადა მადრიდში, ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილია.1978 წელს ხულიო და იზაბელი გაიყარნენ, ანუ როცა ენრიკო 13 წლის იყო. 1985 წელს იზაბელმა ენრიკე მაიამიში გააგზავნა, სადაც იგი უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა.პირველი სიმღერა 1993 წელს ენრიკემ ძიძისგან ნასესხები ფულით ჩაწერა ინგლისურ და ესპანურ ენაზე, მან ნამდვილი გვარიც კი დამალა და ენრიკო მარტინესის სახელით წარსდგა მსმენელის წინაშე. მისი სადებიუტო ალბომი „Enrique Iglesias“(უკვე ნამდვილი გვარით) 1995 წელს გამოვიდა და ა.შ.შ-ში ოქროს სტატუსი შეიძინა.ხოლო ამავე წელს "გრემის" პრემიაც აიღო, ნომინაციაში-წლის საუკეთესო ლათინური პოპ ალბომი.ამის შემდეგ მომღერალმა კიდევ 9 ალბომი ჩაწერა, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, მისი გაყიდული ჩანაწერების საერთო რაოდენომამ 100 მილიონს გადააჭარბა.2003 წლიდან ენრიკემ, როგორც მსახიობმაც სცადა თავი, იგი ფილმებში და სერიალებში მონაწილეობდა, აგრეთვე პროდიუსერობაც შეითავსა.მისი ახალი ალბომი 2014 წლის 18 მარტს გამოიდა სახელწოდებით "Sex + Love". 218 7-ს მოსწონს
|