სხვა მსახიობები, რომელთა გარდაცვალებამაც გული დაგვწყვიტა. 2012, 28 მაისი, 0:21 ჰიტ ლეჯერი: ჰიტ ლეჯერმა საზოგადოების ყურადღება 1999 წლიდან მიიპყრო. თავდაპირველად ის კომედიურ ფილმებში მონაწილეობდა, თუმცა ყოველთვის სურდა დრამებში მონაწილეობის მიღება. წლების შემდეგ მისი სამსახიობო კარიერა გაიზარდა. 2005 წელს გადაღებული ფილმით "კუზიანი მთა" ჰიტმა უამრავი ჯილდო მიიღო და მოიპოვა ნომინაცია ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. მაშინ როდესაც უამრავმა მსახიობმა ცხოვრების მეორე ნახევარში მოახერხა პირველი ოსკარის ნომინაციის მოპოვება, ჰიტს 28 წლისას უკვე ჰქონდა 2 ნომინაცია. 2008 წელს მან ნამდვილი სენსაცია მოახდინა როდესაც "ჯოკერის" როლი ითამაშა. სამწუხაროდ, ეს მისთვის უკანასკნელი ფილმი აღმოჩნდა. მსახიობი მალევე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, მისი სიკვდილი, ექიმის მიერ დანიშნული წამლის დიდი დოზით იყო გამოწვეული.
დენის ჰოპერი: დენის ჰოპერი 1936 წლის 17 მაისს დაიბადა კანზასის შტატში. კარიერის დასაწყისში მას უმნიშვნელო როლები ჰქონდა. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ფილმ "ჯოჯოხეთიდან ტეხასში", მაგრამ ეს როლი არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა მსახიობისათვის. მისი დაბრუნება კინოსამყაროში 1969 წლიდან მოხდა. ჰოპერი თავად იღებდა ფილმებს. თუმცა ყველაზე კარგად თავი ფილმ "სისწრაფე"-ში დაგვამახსოვრა. ჰოპერი 2010 წლის 29 მაისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი უნკურნებადი სენი გახდა. ბრიტანი მერფი: დაიბადა 1977 წლის 10 ნოემბერს. იგი პირველად დიდ ეკრანზე 18 წლის ასაკში გამოჩნდა. ბრიტანის მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "ფენიქსი", "ჩერი ფოლზი", "არაფერი თქვა", "სიყვარული და სხვა კატასტროფები", "მერვე მილი", "ახალდაქორწინებულები" და სხვა. მსახიობი 2009 წლის 20 დეკემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. პატრიკ სუეიზი: პატრიკ უეინ სუეიზი დაიბადა 1952 წლის 18 აგვისტოს. სუეზიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო როგორც მოცეკვავემ. თუმცა ფილმ "ბინძური ცეკვებისა" და "მოჩვენების" შემდეგ ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. დაქორწინებული იყო ლიზა ნეიმსზე. 1982 წელს პატრიკს მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც სმა დაიწყო. 2008 წელს ექიმებმა მას დიაგნოზი დაუსვეს, პანკრეასის სიმსივნე. ამის შემდეგ მან მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება ჰოლივუდის მსახიობმა დემი მურმაც გამოთქვა. ლესლი ნილსენი: ლესლი ნილსენი 1926 წელს კანადაში დაიბადა. ტელეეკრანებზე ის 1950 წლიდან გამოჩნდა. სამსახიობო კარიერის მანძილზე ის იღებდა მონაწილეობას სხვადსხვა ჟანრის ფილმებში, თუმცაღა, ყველას კომედიებიდან გვახსოვს. მისი კომედიური მსახიობის კარიერა 1980 წელს, ფილმ "აეროპლანით" დაიწყო. მსახიობი ორჯერ იყო წარმოდგენილი "ემის" ნომინაციაზე, 1982 და 1988 წლებში. ნილსენს 4 ქორწინებიდან 2 შვილი დარჩა. ის 2010 წლის 28 ნოემბერს პნევმონიით გარდაიცვალა. ბერნი მაკი: ბერნი დაიბადა 1958 წლის 5 ოქტომბერს. ის იყო რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტიც კი. მას მონაწილეობა მიუღია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "ბლიუზმენები", "ოუშენის 13 მეგობარი", "სახელმწიფოს მეთაური", "ჩარლის ანგელოზები2", "რკალის თავზე" და სხვა. ბერნის გარდაცვალება 2008 წლის 9 აგვისტოს პნევმონიით იყო გამოწვეული. დევიდ ქერადაინი: დაიბადა 1936 წელს ამერიკაში. პირველად გადასაღებ მოედანზე 1964 წელს მოხვდა. მნიშვნელოვანი როლი მან მარტინ სკორსეზეს ფილმში მიიღო. 1977 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში "გველის კვერცხი". მოგვიანებით კი კვენტინ ტარანტინოს "მოკალი ბილი"-(ში) ითამაშა. 2009 წელს დევიდ ქერადაინი მკვდარი იპოვეს სასტუმროში, მას ყელზე ბაწარი ჰქონდა შემოხვეული, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მსახიობი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 2295 11-ს მოსწონს 1-ს არა
|