სასმელები ვერმუტი 2012, 27 მაისი, 23:54 ![]() დოკუმენტებში შემონახული ინფორმაციის თანახმად, XVII საუკუნის დასაწყისში, პიემონტის მიწათმოქმედმა, სახელად ალესიომ, "ჰიპოკრატეს ღვინო" ბავარიის მეფეს გააცნო და საოცრად მოხიბლა. მხოლოდ რთული ლათინური სახელწოდება Wermut Wein-ით შეიცვალა, რაც თარგმანში "მდელოს ღვინოს" ნიშნავს. ვერმუტი აღვიძებს მადას. როგორც წესი, ვერმუტი გამაგრილებელ სასმელადაც ითვლება. მასთან მისაყოლებლად სთავაზობენ მოხალულ თხილს, ხილს და ა.შ. ვერმუტს მიირთმევენ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, როგორც დესერტს. მარტინი მზადდება ოთხი ინგრედიენტებისგან, ესენია: ღვინო, ბალახები, შაქარი და ალკოჰოლი. 1867 წელს ვერმუტისა და რამდენიმე ინგრედიენტისგან დამზადდა პირველი 100 ყუთი მარტინი, რომელიც გაიგზავნა ამერიკაში, შემდგომში კი კომპანიამ გააფართოვა საქმიანობა და ასორტიმენტი. 1870 წელს დაამზადა ცნობილი ცქრიალა ღვინო „Asti Martini“, 1900 წელს — ვერმუტი „Extra Dry“ და 1910 წ — ვერმუტი „Bianco“. მას შემდეგ მარტინის უამრავი ახალი დასახელება შეიქმნა. ესენია: Martini Rosso, Martini Extra Dry, Martini Bianco, Martini Rosato, Martini D’Oro, Martini Fiero, Martini Soda, Martini Reserva Monterela, Martini Bitter, Martini Brut, Martini Rosé, Martini Dolce, Martini Prosecco, Martini Asti 1063 1-ს მოსწონს
|