x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შემკვეთი სუროგატ დედისგან მუცლის მოშლას აიძულებს,გაიგო რა, რომ ქალი სამ ტყუპს ელოდება
imageამერიკელი 47 წლის მელისა კუკი(Melissa Cook), რომელიც სურაგატი დედობით ირჩენს თავს პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.


ოთხი შვილის დედას(აქედან სამი ტყუპია) ექიმებმა ხელოვნური განაყოფიერების გზით 20 წლის გოგონას კვერცხუჯრედიდან და შემკვეთი მამაკაცის სპერმით განაყოფიერებული სამი ემბრიონი გადაუნერგეს.(მასამეს სათადარიგოდ ნერგავენ, ემბრიონის დაღუპვის შემთხვევაში მინიმუმ ერთი ან ორი რომ გადარჩეს).თუმცა სამივე ემბრიონი განვითარდა.ქალი ამჟამად ფეხმძიმობის მე-17 კვირაში იმყოფება.


შემკვეთი მამიკო შეშინდა, მის გეგმაში არ შედიოდა სამი ბავშვის ერთდროულოად გაზრდა და ამიტომ იურისტის პირით ქალს აბორტის გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ გადაუხდის კონტრაქტით გათვალისწინებულ 33 000$-ს.თუ ქალი მაინც გადაწყვეტს ბავშვების გაჩენას, მამაკაცი ყოველგვარ ვალდებულებას იხსნის, მასვე მოუწევს სამედიცინო ხარჯების დაფარვა და თვითონვე მოუწევს სამი ბავშვის გაზრდა.

imageფოტოზე:კუკი ერთ-ერთ შვილთან ერთად.




კალიფორნიის შტატის კანონების თანახმად(სადაც ცხოვრობს მელისა) 20 კვირიანი ფეხმძიმობის შემდეგ აკრძალული აქვს აბორტის გაკეთება, ასე რომ ქალს 3 კვირა დარჩა პრობლემის გადასაწყვეტად.თუმცა აშშ-ს ზოგიერთ შტატში ნებადართულია აბორტი 24 კვირამდე.


ამასთანავე ქალს არ უნდა თავის ჯანრთელობა დაუგეგმავი აბორტით საფრთხეში ჩაიგდოს.

ამერიკული საზოგადოება გაფაციცებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ამ არც თუ ისე ადვილი სიტუაციიდან გამოსაძვრენად.

imageფოტოზე:ქალბატონი კუკი თავის ბოიფრენდთან ერთად.


0
657
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0