x
image
ციცი
Mediator image
"უბედურება დაგვატყდა თავს..."-სოზარ სუბარის მეუღლე ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმიანება.
image
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა. მისი ავტომობილი, რომელშიც მძღოლთან ერთად იჯდა, საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 68 წლის ემზარ ხონელიძე, ტაქსის მძღოლი, გარდაიცვალა. ეს ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა.

მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი ამ უბედურ შემთხვევას სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:


"უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები... გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს.
სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები."

სოზარ სუბარის ოფიციალურ გვერდზეც ვრცელდება მინისტრის განცხადება:


"დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მწუხარებას გამოთქვამს ემზარ ხონელიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
გუშინ, გვიან ღამით სამტრედია-აბაშის გზაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მეორე ავტომანქანის მძღოლი 68 წლის ემზარ ხონელიძე."

imageimageimageimageimageimage

0
178
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0