x
image
K.P.
რა გახდა 8 წლის ბუკას გარდაცვალების მიზეზი?! "ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს", "მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა"
image
სულ ცოტა ხნის წინ 8 წლის ბუკა ნიკურაძე გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, პატარას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და არასწორი მკურნალობის შედეგად მივიდნენ ამ ტრაგიკულ შედეგამდე. "მივმართავ ყველა საინფორმაციო სააგენტოს …ლეიკემია არ ქონდა ბუკას!!! თურქეთის წამყვანმა კლინიკამ დაადგინა და დაადასტურა ეს ფაქტი …არასწორი დიაგნოზი საქართვლოში, იაშვილის კლინიკაში, პროფესორ ასმათ შენგელაიას მიერ იქნა დასმული! ამ ექიმის ბრალია ბუკას გარდაცვალება!!! არასწორი მკურნალობის გამო დაიღუპა 8 წლის ბავშვი!!!! გამოვიღვიძოთ!!! იაშვილის კლინიკა !!! უნამუსო ცივსისხლიანების ხროვა!!!! უფრთხილდით …იაშილის კლინიკის პროფესორი – ასმათ შემგელაია კლავს!!!"-ნათქვამია ოჯხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მწუხარებას გამოთქვამს მერაბ(ბუკა) ნიკურაძის გარდაცვალების გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას:

პაციენტი ნიკურაძე მერაბ(ბუკა) მკურნალობდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად (კლინიკაში შემოსვლისთანავე) და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. მკურნალობა მიმდინარეობდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით და ამ პროტოკოლებში მითითებული მედიკამენტების გამოყენებით.


მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დასმული იქნა სისხლის საერთო ანალიზის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ცოტოგენეტიკური და იმუნოლოგიური (ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირება-გამდინარე ციტომეტრით) კვლევების საფუძველზე. მკურნალობა წარმოებდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მართვის ეროვნული და გერმანული პროტოკოლის (ALL-IC-BFM I პროტოკოლი) მიხედვით. გამოყენებული იქნა 4 ქიმოითერაპიული პრეპარატი.

ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე.

02.04.2015 წელს მშობლის მოთხოვნით პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთის კლინიკაში.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პაციენტს ჩვენი კლინიკისათვის არ მოუმართავს.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულთა მხოლოდ 77% ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 23% მთავრდება ლეტალური გამოსავლით. (მითითებული მაჩვენებელი 10 წლის წინ გაცილებით სავალალო იყო)

აღნიშნული შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა".

მომხდარ ფაქტს ეხმაურება გარდაცვლილის მამიდა, ქეთი ნიკურაძე: "ასმათ შენგელაია გემუქრები და წადი მიჩივლე…უნდა მოკვდე, ბუკას უნდა მიყვე უკან, ოღონდ განსხვავება ერთია, ბუკა სამოთხეში და შენ ჯოჯოხეთში. ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს. უნდა გაწამო თითო წამი როგორც ბუკა აწამე შე ნაბიჭვარო ქალო. არ გაცოცხლებ არა, რამდენი მტერი გაიჩინე ჩემი თამადობით, ბუკას ბიძები, დეიდები, მამიდები, ბებიები, ბაბუები, მისი ძმა რომელიც სისხლიანი თვაალებით უყუყრებს ბუკას"

0
1479
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0