x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137403
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511345
armagnac - არმანიაკი

image

არმანიაკი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უძველეს ფრანგულ სასმელად. ოფიციალურად მისი დაბადების წლად 1310 წელი ითვლება. სწორედ ის წელი, როცა ოზის მონასტრის აბატმა, ვინმე ვიტალ დიუფურმა დაწერა წიგნი “მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის შენარჩუნება და კარგ ფორმაში ყოფნა სურს”. წიგნში ავტორი ამ სასმელის ორმოც სასარგებლო თვისებას აღწერდა. დღეს ეს ისტორიული ნაშრომი ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. არმანიაკს მხოლოდ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, გასკონიაში ხდიან. მის დასამზადებლად, აპელასიონის მკაცრი კანონების თანახმად, ოთხი ჯიშის ყურძენი გამოიყენება, ესენია: უნი ბლანი, ფოლ ბლანში, კოლომბარი და ბაკო-22. ბოლო დრომდე ოდე
ვის აუცილებლად მუხის კასრში აყენებდნენ, მაგრამ ბაზარზე ახლა უკვე თეთრი არმანიაკიც გამოჩნდა – ახალგაზრდა დისტილატი, რომელიც ძირითადად კოქტეილების მოსამზადებლად გამოიყენება.

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0