სასმელები ბეჰეროვკა - Becherovka 2012, 27 მაისი, 22:33 ბეჰეროვკა ჩეხური ლიქიორია (38 °), რომლის ისტორიაც სათავეს კარლსბადში (კარლოვი ვარი) იღებს. სასმელი ოცზე მეტ სამკურნალო ბალახს შეიცავს და დღემდე 1807 წლიდან ცნობილი ტექნოლოგიით მზადდება. თავდაპირველად ბეჰეროვკას ისე ამზადებდნენ, როგორც წამალს მუცლის ღრუს დაავადებებისათვის. სასმელის რეცეპტი გასული საუკუნის 20-იან წლებამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ბეჰეროვკა ორმა ადამიანმა, ინგლისელმა თერაპევტმა ფრობრიგმა და აფთიაქარმა იოზეფ ბეჰერმა შექმნა. ბეჰერის შვილიშვილმა გუსტავმა დაიწყო ფაიფურის პატარა ჭიქების წარმოებაც, რომელიც ლიქიორთან ერთად იყიდებოდა 84 1-ს მოსწონს
|