სხვა ლატვიის ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები მიმოქცევაში ჩაუშვა 2015, 28 ნოემბერი, 15:25 ცოტა ხნის წინ ლატვიის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში კატის გამოსახულებიანი,
საკოლექციო მონეტა ჩაუშვა, რაოდენობით ჯერჯერობით, მხოლოდ 10 ათასი
ეგზემპლარია.
![]() მონეტების კოლექცია ლატვიელი მწერლის ალბერტ კრონენბერგის ზღაპრის "ხუთი კატა"-ს მიხედვით შეიქმნა. მონეტები ვერცხლისგანაა დამზადებული და თითოეულის დიამეტრი 38, 61 მმ-ია, წონა-31, 47 მმ. მონეტის დიზაინისთვის და ილუსტრაციისთვის საბავშო წიგნების ილუსტრატორების ანიტა პაეგლეს და ჯონ სტრუპულის ესკიზები გამოიყენეს. ![]() მონეტის წინა მხარეს კატა ნიურისი, პუნცისი, მურისი, მინცისი და ინცისი არიან გამოსახულნი, რომლებსაც ხელში კოვზი და თასი უჭირავთ. მერე მხარეს კი იგივე კატები უკვე საწოლში არიან წარმოდგენილნი. მაგვარი დიზაინით, ლატვიის ეროვნულმა ბანკმა ხაზი გაუსვა ამ მონეტების განსხვავებულობას და ნათელი გახადა, რომ ის სხვა ფულის მსგავსად ვერ გამოიყენება. მას საკოლექციო დატვირთვა აქვს და საკმაოდ ძვირფასიცაა. ![]() მონეტები უკვე დიდ ინტერესს იწვევს კოლექციონერებისთვის და სავარაუდოდ მასზე მალე დიდი "ნადირობა" დაიწყება. 40 2-ს მოსწონს
|