საზოგადოება ფოტოები,რის გამოც ადამიანები სამსახურიდან დაითხოვეს 2015, 27 ნოემბერი, 10:33 1-40 წლის პედაგოგი, ელენა კორნიუშონკოვა, პატარა ქალაქ კონაკოვოდან(ტვერის ოლქი, რუსეთი)დაითხოვეს სამსახურიდან Facebook-ზე განთავსებული გამომწვევი პროვოკაციული სურათების გამო.
2-2014 წლის აგვისტოში შვეიცარიის პარლამენტის თანამშრომელი გაანთავისუფლეს სამსახურიდან ეროტიული სელფის გამო, რომელიც გოგონამ Facebook-ზე და Twitter-ზე განათავსა. ამის ინციდენტის შემდგომ შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რის მიხედვითაც პარლამენტის თანამშრომლებს მოუწოდა არ განათავსონ სოციალურ ქსელში ისეთი ფოტო, რომელიც შემდეგ სასირცხვილო იქნება. ამ ინციდენტის შემდგომ გოგონამ, რომელსაც 11 000 ხელისმომწერი ჰყავდა Facebook -ზე აკაუნტი წაშალა. 3-ამა წლის 4 ივნისს "ბილაინის" თანამშრომელმა ტატიანა ერიომინამ კოლეგასთან ერთად გადაიღო ფოტო ნაცისტური მისალმებით, ამის გარდა ახალგაზრდა მამაკაცმა "ჰიტლერის ულვაშებიც" მიიწება.გოგონამ ფოტო ინსტაგრამზე განათავასა, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხარებლებისგან.ორივე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. 4-2013 წელს მათემატიკის მასწავლებელი, 23 წლის კარლი მაკკინი(შტატი კოლორადო, აშშ) გაანთავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, როდესაც სკოლის ადმინისტრაციამ შეისწავლა მისი სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები, რომელიც ძალიან გამომწვევი და სექსუალური ხასიათის იყო. 5-თურქულმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines -მა სამსახურიდან დაითხოვა ბორტგამცილებელი ზუხალ სენგული, იმის გამო, რომ იტალიურ სარეკლამო ჟურნალისთვის ფოტოსესია მოაწყო.თურქული ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, ზუხალის ფოტოსესია ძალიან თამამი იყო კონსერვატიული თურქული საზოგადოების თვალში. 6-ქალაქ კიროვის სასწრაფო დახმარების ექიმი ტატიანა კულიკოვა ფოტოებს უღებდა პაციენტებს უხეში ჟესტიკულაციით, დებდა სოციალურ ქსელში თან ასეთ კომენტარებს ურთავდა:"როგორ ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს".."მომბეზრდა" და .ა.შ. 7-2015 წლის ივლისში ტანსაცმლის მაღაზიების ქსელის მეპატრონემ 200 თანამშრომლით შემცირა შტატები, შემცირებას გადაურჩა მამაკაცთა სამოსის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც ეს მოვლენა ემოციურად აღნიშნა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.ნახა რა ვიცე-პრეზიდენტის ფოტოები მაღაზიების მეპატრონემ, უმალ სამსახურიდან დაითხოვა. 8-2013 წლის იანვარში ავიაკომპანია "Аэрофлот" -ის ბორტგამცილებელი ტატიანა კოზლენკო დაითხოვეს სამსახურიდან მგზავრების მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო. 9-2013 წლის ზაფხულში სკანდალის მიზეზი გახდა სწრაფი კვების ობიექტი Subway. კამერონ ბოგსმა და იან ჯეტმა შტატი ოჰაიოდან "ინსტაგრამზე" განათავსეს ფოტოები, სადაც აღბეჭდილია სამუშაო ადგილზე მაცივარში შენახული გაყინული შარდი და გასამზადებელ სენდვიჩზე დადებული პენისი. 10-სერჟანტი პენი დენი 17 წელი მუშაობდა ქალაქ დაიტონ ბიჩის პოლიციაში, ამ ხნის განმავლობაში იგი ერთ-ერთ ყველაზე სანიმუშო პოლიციელად ითვლებოდა, ორი შვილის დედას ამ ხნის განამავლობაში მხოლოდ რამდენიმე მსუბუქი საყვედური ჰქონდა მიღებული, ისიც კომპიუტერის არადანიშნულისამებრ გამოყენების გამო.2013 წელ პენმა ერთ-ერთ კოლეგას ბრალი დასდო სექსუალურ ძალადობაში.დაიწყო შიდა გამოძიება და გამოვლინდა შოკისმომგვრელი ფაქტი. პენის კომპიტერში აღმოაჩინეს 240 პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო, რომელზეც თვითონ პენი იყო აღბეჭდილი.მეტიც, ქალი ამ ფოტოებს პორნოგრაფიულ საიტებზე ანთავსებდა, აგრეთვე ფოტოებს უგზავნიდა იმ მამაკაცებს, რომლებსაც ინტერნეტით ეცნობოდა.აღმოჩნდა, რომ პენი ამ საქმიანობით 2009 წლიდან იყო დაკავებული.იგი აგრეთვე მონაწილეობდა ვირტუალურ სექსუალურ აქტებში, სადაც პოლიციის ფორმაში იყო გამოწყობილი. 6923 8-ს მოსწონს 2-ს არა
|