x
image
K.P.
წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში "მონა ლიზას" პორტრეტზე ლოცულობენ?! (+სკანდალური ფოტო)

image
საქართველოს ეკოტურიზმის ასოცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ტაძარში მრევლი "მონა ლიზას" პორტრეტზე ლოცულობს. გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს ლეონარდო დავინჩის შედევრი, ასანთი და სანთლის ნამწვავები. როგოც ჩანს, საზოგადოების ნაწილს აღნიშნული სურათი რომელიმე წმინდანის, სავრაუდოდ კი ღვთისმშობლის ხატი ჰქონია. "ჩვენი ასოციაციის წევრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართული ექსპედიციისას, ერთ-ერთ მართმადიდებლურ ტაძარში ასეთ ვითარებას წააწყდენ"-ნათქვამია საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ფოტოც ერთვის. საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ ეს ყველფერი სიმართლეა, თუმცა ეკოტურიზმის ასოციაციის ინტერესებში ასეთი ცილისმწამებლური განცადების გავრცელება ნაკლებად უნდა შედიოდეს.image

გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი ამ ყველაფერს ვერ იჯერებენ, მეორენი საკითხს იუმორით უდგებიან, ზოგი კი ამ ყველაფერს ტრაგედიად მიიჩნევს.

მონა ლიზა, ცნობილი როგორც ჯოკონდა, შექმნილია დაახლოებით 1503 წელს ლეონარდო და ვინჩის მიერ. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. ნახატი გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი). 1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი "მონა ლიზა" არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ მას ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს.

1
777
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
777
  
2015, 27 ნოემბერი, 14:51
რა შტერი უნდ აიყო რომ არ იცოდე
0 1 1