რელიგია "ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ვერ გაიხარებს"-ილია II 2015, 14 ივნისი, 15:01 გუშინ უხვი ნალექის გამო მომხდარმა წყალდიდობამ, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განადგურდა ზოოპარკი, ცხოველების ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულების ნაწილი მოკლეს, ნაწილი დაიჭირეს, ხოლო ბევრ მათგანს ამ წუთებამდე ეძებენ. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას: "მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები". ამ დროისათვის შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელებიც დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ. საკვირაო ლოცვა-კურთხევის დასრულების შემდეგ პატრიარქიც სტიქიის ადგილისაკენ გაემართა. 515 8-ს მოსწონს |
ნუთუ შვილს რომ რამე დაემართოს იტკინოს,მოიტეხოს და ა.შ. მშობელს ეს სიამოვნებს და უხარია?არა პირიქით დაუყვავებს და მოეფერება,ანუგეშებს,ნუთუ იმას ეტყვის,რომ აი შენ მე რომ გამაბრაზე,ან ვაზა გამიტეხე ამასწინ,ან ახალი ნაყიდი ტუფლები რომ დახიე შარშან აი მაგიტომ დაგემართა ახლა ეს ხომ ხედავ ისჯებიო,განა ამას ეტყვის მოსიყვარულე მშობელი დაჩაგრულ და გაუბედურებულ შვლს?
ღმერთი მართლა სიყვარულია და ნუ დახატავთ მისგან სისხლისმსმელ მონსტრს,რომელსაც სიამოვნებს მისი შვილების ტანჯვა.
ნურავიას ნუ გააფანატებთ - ეს იგივეა ჯიბით ატარებდე დედის სურათს,სადღეგრძელოებში ხოტბას ასხამდე,მასზე ლოცულობდე და როცა პირადად მასთან გაქვს ურთიერთოდა არაფრად აგდებდე და უპატივემულობ ექცეოდე.დააფასეთ პირველ რიგში ღმერთი და არა მისი წარმომადგენლები.