x
image
K.P.
ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე: "კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან"

image
მამა გიორგი მამალაძე ორიოდე დღის წინ დააკავეს. მას ბრალად ედება მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობა, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება. მამა გიორგი აეროპორტში აიყვანეს, ჩანთაში კი ციანიდი აღმოუჩინეს. ბრალდებას თავად არ აღიარებს. მომხდარმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაბა გამოიწვია.

ამ დროისათვის საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში იმყოფებოდა, მას 13 თებერვალ ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს. საბედნიეროდ ექიმები ოპერაციას დადებითად აფასენენ. დღეს უწმინდესმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

"მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.

სამწუხაროდ, მემომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა, გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.

მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ დაარანორმალურ იტუაცია, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება".

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0