რელიგია ახალი რომის პაპის ვინაობა უკვე ცნობილია, ბევრი საინტერესო ფაქტი მის შესახებ 2013, 14 მარტი, 4:58
სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი რომის პაპის ვინაობა გახდა ცნობილი. მისი სახელია Jorge Mario Bergoglio და 76 წლისაა. ის პირველი პაპია, რომელიც წარმოშობით ლათინური ამერიკიდანაა. ჯერ კიდევ 2005 წელს ვრცელდებოდა ჭორები, რომ Jorge Mario Bergoglio პაპი გახდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ის იტალიელი ემიგრანტების შვილია, მამამისი რკინიგზის თანამშრომელი გახლდათ. პაპი საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. ის ოჯახთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობს ჩვეულებრივ სახლში და ავტობუსით მგზავრობს. ის ქიმიკოსია, ასევე შესანიშნავი მზარეულიც გახლავთ, უყვარს ოპერა, შექსპირი და დოსტოევსკი, კარგი მოცურავეა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ფილტვების პრობლემები ჰქონდა. მან პირველი კენჭისყრით 10, მეორით 35, მესამით კი 40 ხმა მიიღო. 563 12-ს მოსწონს 1-ს არა
|