სხვა როგორ შევხვდეთ წითელი მაიმუნის წელს? 2015, 26 ნოემბერი, 12:44 2016 წელი ასტროლოგიურად წითელი მაიმუნის წელია. ასტროლოგები გვირჩევენ როგორ უნდა შევხვდეთ სწორად მაიმუნის წელს.
მაიმუნი ყველაზე არაპროგნოზირებადი და კომპლექსური ნიშანია, დანარჩენ ნიშნებთან
შედარებით.
აღმოსავლურ მითოლოგიაში მაიმუნს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ველური, აქტიური, მოძრავი ცხოველი, რომელმაც არ იცის როგორ მართოს საკუთარი ემოციები, ფიცხი, უკონტროლო და ხშირად საკმაოდ აგრესიული, მაგრამ ასევე ძალაინ ჭკვიანი, გაბედული და დაუღალავია. მათ ვინც მაიმუნის წელში ხართ დაბადებული, ასტროლოგები წინსვლისა და წარმატების წელს გპირდებიან. მაიმუნი კარგად ურთიერთობს გველის, ძაღლის და ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებთან. მიუხედავად მისი რთული ხასიათისა, მასთან მეგობრობა ყველა სხვა ნიშნისთვის საჭირო და აუცილებელია. იმისთვის რომ ახალი წლის ღამეს, მაიმუნს ჩვენი პატივისცემა და კეთილგანწყობა ვაჩვენოთ, აუცილებლად უნდა შევქმანათ მისთვის საყვარელი ფერთა გამა. ეს იქნება, მწვანე, ნარინჯისფერი, ყავისფერი და შავი. რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ალისფერი ან ცეცხლოვანი წითელი. მაიმუნს უყვარს ნათელი და მხიარული ფერები, ბრჭყვიალა აქსესურები, ბეწვით გაწყობილი ნივთები, სათამაშოები მისი გამოსახულებით და ორნამენტებით. მაიმუნს ასევე ძალიან უყვარს ძვირფასი ქვები და ნაკეთობები. რა თქმა უნდა სუფრაც მისი გემოვნების მიხედვით უნდა გავაწყოთ, პირველრიგში ბანანი არ უნდა დაგვავიწყდეს და მასთან ერთად სხვადასხვა სახეობის ხილი, ასევე ბოსტნეულის მსუბუქი სალათა და თევზეული. კარგი იქნება, თუ მხოლოდ ასტროლოგების რჩევებით არ დავკმაყოფილდებით და ახალი წლის შესახვედრად ჩვენს ფანტაზიებსაც გამოვიყენებთ. ახალ წლამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა წინასწარ ამაზე ფიქრი განწყობას აგვიმაღლებს. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! 1290 3-ს მოსწონს
|