სხვა მიტოვებულმა პატარძალმა 5 კილომეტრი გაირბინა 2015, 25 ნოემბერი, 10:13 ამერიკელი გოგონა კაელი მანულაკი(Kilee Manulak) ოთხი წელი ხვდებოდა მამაკაცს რომლის სახელიც არ ხმაურდება, თუმცა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე კაელის მოუვიდა სმს, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრებულია და ქორწინება არ შედგება.
გოგონას მეგობრებმა გადაწყვიტეს როგორმე აემაღლებინათ გოგონას განწყობა და შესთავაზეს მიეღო მონაწილეობა მარათონულ გარბენში Color Fun Fest, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქ ტამპში(ფლორიდა), ღონისძიების თანახმად, ფესტივალის მონაწილეებმა ფერადი ფხვნილები უნდა მიმოფანტონ. "მე გავხსენი გზავნილი და ვნახე, რომ ყველა თეთრებში იყო ჩაცმული", ამის შემდეგ გადავწყვიტე საპატარძლო კაბით მიმეღო გარბენში მონაწილეობა, აღნიშნა კაელიმ. გარბენში მონაწილეობდნენ კაელის დაქალები, დედამისი, მამინაცვალი და მკერავიც კი.დაქალებიც მარათონზე იმ კაბებით გამოცხადნენ, რომელიც არშემდგარ ქორწილში უნდა ჩაეცვათ. 467 5-ს მოსწონს
|