x
image
K.P.
თამრიკო ჭოხონელიძე ''ნიჭიერს'' აკრიტიკებს-''სირცხვილით სად წავიდე, არ ვიცი''
image
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა საკუთარი მოსაზრებების საზოგადოებისათვის გასაზიარებლად ფეისბუქს ხშირად იყენებს. მომღერალი არ ერიდება არც კრიტიკას და არც შექებას. ამჯერად ქალბატონი თამრიკო ქართულ "ნიჭიერს" აკრიტიკებს. ის ერთ-ერთი ქვეყნის მსგავსი პროექტის ჩანაწერს აზიარებს, რომელშიც პატარა ბიჭი სიმღერამ დარბაზი დაიპყრო და როგორც ჩანს, თამრიკოც არ დატოვა გულგრილი.

"აიღეთ ქართველო ჟიურის წევრებო მაგალითი! ნახეთ რას წამოუდგნენ ფეხზე?

საოცარ ნამღერს! და არა იმას "დედა, რა აუწია (!)ხმას?!" (ხმამაღლა ვითომ სიმღერაზე თმებს რომ იპუტავს დარბაზიც, სირცხვილია!)

აი, რა არის სიმღერა! საქართველოში საბედნიეროდ არიან ასეთი ბავშვები, მაგრამ მათ არ ჰყავთ ე.წ.პატრონი''.


"სულ კონკურსებში არ ვართ ქართველები?სადაც გინდა გადართე-"კომპეტენტურ"ჟიურის მხოლოდ საქართველოში თუ წააწყდები თავისი "კომპეტენტურ-კომიკური"შეფასებებით!-სირცხვილით სად წავიდე ხოლმე არ ვიცი"-დასძენს მომღერალი.

ქალბატონი თამრიკო ქართველ ჟიურის წევრებსაც ეხება და ამტკიცებს, რომ ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს, თუმცა ისინი სხვებივით "ტაკიმასხარაობას" ვერ ახერხებენ, რის გამოც მათ ამ ამპლუას ნაკლებად სთავაზობენ: "ტალანტი?-ვერ წარმოიდგენ მერე როგორი...და არა ერთი, მაგრამ ისინი ტაკიმასხარაობას ვერ ახერხებენ და იმიტომაც არიან ჩრდილში".

მეგობრებისა და გულშემატკივართა თითქმის უმრავლესობა მომღერალის შეხედულებებს უჭერს მხარს. საინტერესოა, რას იტყის ამაზე ფართო საზოგადოება.

0
2160
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0