x
image
K.P.
"რატომ არავის უკვირს ამ “ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი"-სალომე ზურაბიშვილი პაატა ბურჭულაძეს
image
წლების მანძილზე ბევრს საუბრობენ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მომღერალმა და ქველმოქმედმა სულ ცოტა ხნის წინ, ამა წლის 30 ოქტომბერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი დაარეგისტრირა. ჯერ უცნობია როგორი იქნება ფონდის სამოქმედო გეგმა და რამდენას მყარი იქნება მისი კავშირი პოლიტიკასთან, თუმცა ამ ყველაფერს არავინ გამორიცხავს. პაატა ბურჭულაძე არ ერიდება ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკას: "მე გულახდილად რომ გითხრათ, არ მომწონს ის, რომ მთავრობა იძახის - "ყველაფერი კარგად არის". აი ეს არ მომწონს. ყველაფერზე გეუბნება, რომ დღეს ეს კარგად არის, როდესაც ეს კარგად ნამდვილად არ არის. ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება".

"ესეიგი ინტერვიუს სრული ვერსია რუსთავი-2 ზე ... რატომ არ მიკვირ !? რატომ არ მიკვირს რომ მაჭავარიანის ძმა ახალ დაარსებულ ფომდის გენმდივნად ყავს აყვანილი?

ნ რატომ არავის უკვირს ამ “ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს (თუმცა დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს) ... ნუთუ ასეთ გამაყრუებელ სიჩუმეს რამე კავშირი ჰქონდა იმასთან რომ ამ 9 წლის მანძილზე მისი ფონდი “იავნანა” სარგებლობდა იმდროინდელ ხელისუფლების სრული “კარტე- ბლანშით”? მეტიც იავნანას ჰქონდა მიღებული მონოპოლია: აეროპორტში იდგა მხოლოდ იავნანა-ს ყუთები სადაც წამსვლელ მგზავრებს შეეძლოთ მათ ხელთშერჩენილ ლარების შეწირვა იავნანასთვის.... იმ დროს როცა არცერთი ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან დაცული არ იყო, რა კავშირი ჰქონდა ამ ფონდს ხელისუფლებასთან?... უცხოეთიდან შემოსული ფულის გათეთრებისა, თუ სწორედ სხვა და სხვა ბიზნესებზე დაკისრულ გადასახადის გადმორიცხვის ფორმა? ხომ საინტერესო კითხვაა ... ნეტავ რუსთავი-2 ს ინტერვიუში დაუსვამენ ამ და სხვა კითხვებს ...?"-წერს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენად ეპასუხება ქალბატონ სალომეს პაატა ბურჭულაძე ძნელად სათქმელია, თუმცა სოციალურ ქსელში ის წერს:


"მეგობრებო, ჩემმა განმარტებამ რუსული ოკუპაციის პრობლემაზე, გარკვეულ წრეებში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.

საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა. მე არა საქართველოს ან ქართველი ხალხის ბრალეულობაზე, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობისა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ასობით ათასი დევნილი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს. სწორედ იმისთვის დაარსდა საქართველოს განვითარების ფონდი, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოინახოს ეფექტური მექანიზმი ოკუპაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.

მიმაჩნია რომ ეს ის საკითხია, რომელზეც სპეკულაცია დაუშვებელია და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად. დეკემბერში გელოდებით ფონდის პრეზენტაციაზე. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!."

0
1074
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0