პროფილაქტიკა ერთი ჭიქა ღვინო თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად 2015, 23 ნოემბერი, 23:14 მხოლოდ ერთ ჭიქა ღვინოს დღეში შეუძლია გაგკურნოთ ბევრი ავადმყოფობისგან და აგავსოთ ენერგიით. არსებობს მხოლოდ სამი პირობა: ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი და ნატურალური.
ხელს უწყობს წონაში კლებას ერთი ჭიქა ღვინის მიღებისას იკლებთ იმდენივე წონას, რამდენსაც ერთ საათიანი ვარჯიშის შემდეგ ფიტნეს დარბაზში. საქმე კი იმაშია, რომ მის შემადგენლობაში შედის რესვერატროლი, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლა) პროცესს. ამაგრებს ძვლებს
აჯანსაღებს სუნთქვას კბილების გახეხვის და საღეჭი რეზინის ბრწყინვალე ალტერნატივაა. წითელ ღვინოში შემავალი Flavan-3-ol-ის წყალობით პირში სუნის გამომწვევი ბაქტერიები ნადგურდება. პოზიტიურად მოქმედებს გულზე ღვინო ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას სისხლძარღვებში. თუმცა, აქ მთავარია დოზას არ გადაამეტოთ – მხოლოდ 1 ჭიქა და ისიც წითელი ღვინო.
ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ ის ადამიანები, რომლებიც ხანში შესულ ასაკში ყოველდღიურად 1 ჭიქა ღვინოს მიირთმევენ, ნაკლებად იტანჯებიან მეხსიერების დაქვეითებასა და ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული პრობლემებით. აძლიერებს იმუნიტეტს ამ შემთხვევაში მადლობა უნდა გადავუხადოთ ისევ Flavan-3-ol. ის ანადგურებს ბაქტერიას სახელად Helicobacter pylori, რომელიც იწვევს გასტრიტს და ამით ასუსტებს ორგანიზმის იმუნური თავდაცვის უნარს. 1181 9-ს მოსწონს
|