ქალი და მამაკაცი ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლესთან დაშორების შესახებ-"იმდენმა მითხრა, რომ თურმე დადგმულია, მეც მეპარება უკვე ეჭვი..." 2015, 22 ნოემბერი, 12:30 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი განმარტებას აკეთებს მა თთვის ვინც ფიქრობს, რომ მისი დაშორება მეუღლესთან, ერეკლე კოდუასთან დადგმული სცენაა: "რა უცნაური ქვეყანაა საქართველო... თუ ქმარს შორდები ისე, რომ არ ლანძღავ, რჩები მის მეგობრად, თანამებროლად, გულშემატკივრად, ასევე შენს თავში პოულობ ძალას, ამ ყველაფერს გაუმკლავდე, ისევ ძლიერად იდგე, არ ტიროდე, ცხოვრებაში ბევრ მაგარ დეტალს ისევ ხედავდე, არ გიჯერებენ. ასე, წარმოუდგენლად მიაჩნიათ და ამიტომ არ გიჯერებენ. დაგიჯერონ, ნიშნავს კვდებოდე, ლანძღავდე... ეს არის "ქართული". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მირჩევნია ისევ არ ჯეროდეთ... სხვა რა გზაა..." "იმდენმა მითხრა, რომ თურმე დადგმულია, მეც მეპარება უკვე ეჭვი..." როგორც მოგეხსენებათ, ნანუკა ჟორჟოლიანი ორჯერ იყო გათხოვილი, მას პირველი ქორწინებიდან ყავს 18 წლის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, ხოლო მისი მეორე მეუღლე სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა იყო. მასთანაც ყავს ბიჭი, 6 წლის საბა კოდუა. ცოტა ხნის წინ, ნანუკამ ჟურნალ "სარკესთან" გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი აღიარებდა, რომ ერეკლე კოდუას დაშორდა, მაგრამ ისინი მეგობრებად დარჩნენ: "ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით." ნანუკა უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც მეორე მეუღლეს დაშორდა, თუმცა არის საზოგადოების ნაწილი, რომელთაც ეს ყველაფერი დადგმული სცენა ჰგონიათ. 474 2-ს მოსწონს 1-ს არა
|