"ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა
"ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა და საფრანგეთს ახალი ძალადობით დაემუქრა.
ვიდეომასალაში "ისლამური სახელმწიფოს" ფრანგულენოვანი წევრები აცხადებენ, რომ ისინი პარიზზე თავდასხმებს კვლავ განახორციელებენ.
ფრანგულენოვანი ისლამისტების თქმით, მათ პარიზის ტერაქტები იმ ტანჯვის საპასუხოდ განახორციელეს, რომელიც საფრანგეთმა მუსლიმებს მიაყენა. მათ ასევე, საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს "მოთმინებისკენ" მოუწოდეს.