საზოგადოება "შეყვარებულს ვაპატიე, რომ მის გამო ციხეში ვარ"–თეონა ყოლბაიას გზა ციხიდან "The Voice"-მდე 2015, 18 ნოემბერი, 3:40 ქართულ ახალ ხმაში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა, პროექტის მონაწილე მსჯავრდებული თეონა ყოლბაია გახლავთ. გოგონა 26 წლის გახლავთ, ყაჩაღობისთვის 13 წელი მიუსაჯეს, თუმცა ამინისტიის შედეგად სასჯელი შეუმცირდა. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასატარებელი რამდენიმე თვეღა დარჩა. არ არის გამორიცხული, რომ ციხიდან გამოსულს წინ ვარსკვლავური დიდება დახვდეს. ანრი ჯოხაძის გუნდის წევრმა, რინგზე გიორგი ქისტაურის დამარცხება მოახერხა და პროექის შემდგომ ეტაპზეც გადავიდა. თეონა ბარში მუშაობდა, სადაც მამაკაცი გაიცნო, რომელიც ძალიან შეუყვარდა. გრძნობა ორმხრივი გამოდგა. მის რჩეულს პატარა შვილი ჰყავდა, რომლისთვისაც გარკვეული თანხა სჭირდებოდა. მამაკაცმა თეონას მაღაზიის დასაყაჩაღებლად წასვლა შესთავაზა. "ერთ-ერთ მაღაზიაში მივედით, ნიღბებით არ ვყოფილვართ. მე გარეთ ველოდებოდი. 240 ლარი წამოვიღეთ. ამ ფულით შვილს საბავშვო ბაღის გადასახადი გადაუხადა და ტანსაცმელი უყიდა. 10 დღეში დაგვაკავეს. მე 13 წელი მომისაჯეს, ჩემს შეყვარებულს კი 15"-იხსენებს თეონა. წყვილს ქართველ ბონსა და კლაიდსაც კი უწოდებდნენ. დრომ წყვილის გრძნობებს ვერაფერი დააკლო. ჩადენილ საქციელს ნანობენ, მაგრამ დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. "შეყვარებულს ვაპატიე, რომ მის გამო ციხეში ვარ. როცა გათავისუფლდება ვაპირებთ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება". გადაემაში მსჯავრდებულის მონაწილეობის იდეა დაწესებულების დირექტორს ეკუთვნის. ჩატარდა ქასთინგი, რომელშიც სწორედ თეონამ გაიმარჯვა. თეონა აპირებს გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ჯერ ის ისევ პროექტშია. ჩვენ კი მას წარმტებებს და გამარჯვებას ვუსურვებთ. 1074 3-ს მოსწონს 1-ს არა
|