x
ფრანგი ჯიჰადისტი, რომელმაც პარიზის ტერაქტების შემდეგ აუდიომიმართვა გაავრცელა, იდენტიფიცირებულია

imageფრანგი ჯიჰადისტი, რომელმაც პარიზის ტერაქტების შემდეგ აუდიომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ თავდასხმები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა - იდენტიფიცირებულია.
როგორც წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოცემა "ლე ფიგაროს" განუცხადა, ის სავარაუდოდ, სირიაში მყოფი 36 წლის ფაბიან კლენია.
საფრანგეთის მკვიდრი, კლენი ბოლო წლებში ტულუზაში ცხოვრობდა. ის 2012 წელს, საფრანგეთში მოკლული რადიკალის, მუჰამედ მერას ახლობელი იყო.
2009 წელს კლენს ხუთწლიანი პატიმრობა ჯიჰადისტური ქსელის შექმნისთვის მიესაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ ის ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა.

0
482
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0