"გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოში უნდა გატარდეს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები!"-ლალი მოროშკინა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს მიმართავს.
"SOS!!!
მივმართავ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს!
სპეციფიური
გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოში უნდა
გატარდეს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები!
1. რეიდები მანქანების და ფიზიკური პირების ჩხრეკით;
2. სააკაშვილის მიერ 100-მდე ამნისტირებულ პირებზე, რომლებსაც სასჯელი განსაკუთრებულ სისასტიკეზე უნდა მოეხადათ-დაწესდეს მონიტორინგი!
3. მოხდეს ყველა მიტოვებულ(სახლები, ნაკვეთები) პერიმეტრზე მონიტორინგი, განსაკუთრებით მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში;
4. გამოცხადდეს პრევენციული პერიოდი პანკისსა და სხვა მრავალეთნიკურ ადგილებში;
5. ახლა მაინც ჩამოყალიბდეს კრიზისული საბჭო, რომელიც უხელმძღვანელებს პროცესებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ!
6. მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური ქსელები, ბელგიის მაგალითზე-არანაირი "ფეიკები"და ანონიმები!
7. დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც აღვივებს რელიგიურ შუღლს და ახდენს საზოგადოების პროვოცირებას!
8. და კიდევ! ისახება საშიში ტენდენცია კუდიანებზე ნადირობის და ყალბი "მტრის ხატის" შექმნის დესტრუქციული ელემენტებისგან, ამიტომ გვმართებს არ მივცეთ მათ საშუალება მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ..."-ასეთ სტატუს აქვეყნებს პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფო"-ს თავმჯდომარე ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.