საზოგადოება შორენა ბეგაშვილი მამაკაცს ეძებს-"პატარა ხელფასი ჩემიც მეყოფა..." 2015, 13 ნოემბერი, 16:31 ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ქალი ქართული შოუბიზნესის ცნობილ სახეებს შორის, მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ხუმრობის ხასიათზე დადგა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც იგი წერს, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ეძებს მამაკაცს და: "ოშმ(ოჯახის შექმნის) მიზნით, ვეძებ სიმპათიურ, ფეხზე წამომდგარ მამაკაცს, სასურველია პირველივე პაემანზე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. დაბალი, ჩამოუყალიბებელი და ფინანსურად არასტაბილური ნუ გამომეხმაურება. პატარა ხელფასი ჩემიც მეყოფა... მე, ჩემის მხრივ, ვუპასუხებ უანგარო სიყვარულით." მის სტატუსს იუნა შაფათავაც გამოეხმაურა, რომელმაც დაუწერა კომენტარი: "შორენა თუ გამოგეხმაურა, ძმაკაცი თუ ყავს ეგეთივე, ჰკითხე ჩემთვის..." ასე ხუმრობს შორენა, თუმცა ალბათ მასეთ მამაკაცზე უარს მართლა არც იტყოდა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი სექს სიმბოლო ერთხელ იყო გათხოვილი. მას პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს, ულამაზესი 13 წლის გოგნა, ევა ბარბაქაძე. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი არ არის ცნობილი, თუ არ ჩავთვლით მის სასიყვარულო რომანებს დავით ბაგრატიონთან და მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან, რომელსაც ჰყავს ოჯახი-ცოლი და ორი შვილი. ბიზნესმენი, როგორც ამბობდნენ, შორენას მოგზაურობებს უფინანსებდა და ძვირფას საჩუქრებსაც ჩუქნიდა. თუმცა შორენა ამ რომანზე არასოდეს არ საუბრობდა. ამ ეტაპზე შორენა ბეგაშვილის გვერდით, როგორც ჩანს მამაკაცი არ არის. 466 1-ს მოსწონს 1-ს არა
|