საზოგადოება ქრისტინე იმედაძე თავისი ორსულობის შესახებ. 2015, 13 ნოემბერი, 8:40 "ძალიან საყვარელი ჭორია... არადა მეგონა მაგარი პრესი მქონდა, თურმე "ღიპი" მქონია..."-ასე გამოეხმაურა ქრისტინე იმედაძე მისი ორსულობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". მომღერალი და ბალერინა ქრისტინე იმედაძე, დამეთანხმებით, რომ ყოველთვის ძალიან მაგარ ფორმაშია, რაშიც მას გამუდმებული ვარჯიშიც უწყობს ხელს. სხვადასხვა საიტებზე გავრცელდა ჭორი, რომ ქრისტინე იმედაძე თორნიკე ქებურიასგან შვილს ელოდება. ამაზე მომღერალმა და მისმა მეგობრებმა კარგად იხალისეს. ქრისტინე: "ორსულად არიო და ფოტოები აქვს დატანებული... და ის ვერ გავიგე მაიაზვებიან თუ სიკეთე მისურვეს?" დავით: " შენც დაორსულდი და გავიგებთ..." ქრისტინე: "აჰაჰაჰაჰა, არა ჯერ არ მცალია... ქვეყანა რა დღეშია..." " სქესს ალბათ თვითონ გადაწყვეტენ ეგ საიტები და სახელსაც..." როგორც მოგეხსენებათ ქრისტინე ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე იყო გათხოვილი, რომლისგანაც ყავს შვილი, ტაისია. მომღერალი საერთოდ თავის პირადზე ძალიან ცოტას თუ ლაპარაკობს. ახლა კი გავრცელებული ხმების თანახმად, მისი შეყვარებული ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას უსიამპატიურესი ვაჟი, თორნიკე ქებურიაა იგივე თოშა. თოშა მოტორბოლითა გატაცებული, იგი ბაიკერია და საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს. როგორც ამბობენ, ქრისტინე თორნიკე ქებურიას ოჯახისთვის საურველი სარძლოა. 707 1-ს მოსწონს 1-ს არა
|