შოუბიზნესი ბრაზილიაში "მის ბუმ -ბუმ-2015" გამოვლინდა 2015, 11 ნოემბერი, 14:17 ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში დასრულდა "მის ბუმ-ბუმის" მორიგი კონკურსი, რომელმაც გამოავლინა ქალის ყველაზე ლამაზი უკანალი. კონკურსი რომელიც თითქმის ოთხი თვე მიმდინარეობდა უკვე რიგით მეხუთეა, რომელიც გაიმართა ამ ქვეყანაში. 500 კანდიდატი იბრძოდა მთელი ქვეყნიდან გამარჯვებისთვის, საბოლოოდ ჟიურიმ ფინალისთვის 15 კანდიდატი შეარჩია. კონკურსის ფარგლებში გამარჯვების პრეტენდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი უკანალი ნატურალურია და არავითარ პლასტიკურ ჩარევას არა აქვს ადგილი, აგრეთვე არ აქვთ მიღებული რაიმე ქიმიური პრეპარატი ან ინექცია დუნდულების ფორმის შეცვლის მიზნით. წელს გამარჯვებული გახდა სუზი კორტესი(Suzy Cortez)ბრაზილიის ფედერალური ოლქიდან. "ძალიან მსურდა ამ კონკურსში გამარჯვება და ყველაფერი მას მივუძღვენი, ვიჯექი მკაცრ დიეტაზე და სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი"-განაცხადა გამარჯვებულმა. ახლა კი გავეცნოთ "მის ბუმ-ბუმის ყველა გამარჯვებულს: სუზი კორტესი -"მის ბუმ-ბუმი"-2015 ინდიანარა კალვალო-"მის ბუმ-ბუმი"-2014 დაი მაცედო-"მის ბუმ-ბუმი-2013 კარინე ფელიზარდო-"მის ბუმ-ბუმი"-2012 როზანა ფერეირა-"მის-ბუმ-ბუმი"-2011 ვიდეო:მის ბუმ-ბუმი 2015-ის მონაწილეები. 1154 5-ს მოსწონს 1-ს არა
|