საზოგადოება "ფეხის მოდგმა არ გაბედო"-ნიკა გვარამია სანდრო ლორთქიფანიძეს ნაძირალას და ორპირს უწოდებს 2015, 10 ნოემბერი, 20:50 ნიკა გვარამია ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ისგადაცემა "არაკორექტულ შოუში" გაჟღერებულ ხუმრობას ეხმაურება, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა. კომენტარებიდან თუ ვიმსჯელებთ, მაყურებელთა უმრავლესობამ ხუმრობაზე კარგად იხალისა, თუმცა იყვნენ უარყოფითად განწყობილნიც. შოუში მომზადებული იყო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების აქციის განსხვავებული ვერსია. რუსთავი 2 არ უნდა დაიხუროს იმიტომ რომ: "მიშას რჩეულია", "მინდა ვანოს თავისუფლება", "ვარ ნოდარ მელაძე", "7 ნოემბერი, 26 მაისი", "მე ვერდ დამაყ.ევებთ", "მომკლავს ის შობელ.აღლი", "მეც ზედ მიმაყოლებს ეს შობელ.აღლი". როგორც ირკვევა გადაცემის სცენარისტთაგან ერთ-ერთი ალექსანდრე ლორთქიფანიძეა. ის გადაცემა "რა? სად? როდის?"-ის მოაზროვნეა და გასულ გადაცემაში თავისივე გუნდის წევრს ცოლობა სთხოვა. ფაქტმა "რუსთავი 2"-ს დიდი რეიტინგი მოუტანა. "ამ ნაძირლობის ერთ-ერთი თანაავტორი დიდი ხანი იჯდა დღეს "სხვა შუა დღეში" და ბედნიერად ხალისობდა იმაზე, როგორ დააქორწინა ეთერში ჩვენსავე არხმა. ნაძირლობას და ორპირობას არ ჰქონია საზღვარი და ამას არც ინტელექტი არ შველის. ყოჩაღ, სანდრო ლორთქიფანიძე. ოღონდ ჩე კი არა, რამე კონფორმისტული დაირქვი, დაგამშვენებს. და ფეხის მოდგმა არ გაბედო, სანამ არ გაემიჯნები ამ უმსგავსობას და საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდი "რ 2"-ის ჟურნალისტებს!"-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. ალექსანდრე ლორთქიფანიძე მომხდარს ჯერ არ გამოხმაურებია. 1073 4-ს მოსწონს
|