x
image
K.P.
სკანდალი! ია ფარულავას მეუღლე პარლამენტარ მეჭიაურს ყბის მოტეხვით ემუქრება: "არ სჭირდება იმას მტკიცება რომ და*ლევდით"
image
ქართულ საზოგადოებაში მორიგი სკანდალი მწიფდება. ამჯერად ერთმანეთს საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სახეები უპირისპირდებია. ყველაფერი ია ფარულავას ერთ-ერთი ყოფილი მამაკაცის, ბიზნესმენ ფადი ასლის პოსტით დაიწყო: "თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: "სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო".


მეჭიაურმა არ დააყოვნა და ბიზნესმენს პასუხი სოციალურ ქსელშივე გასცა: "შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება..."


სავარაუდოდ დაპირისპირება ამით დასრულდებოდა რომ არა ტარიელი, რომელმაც მეუღლის დასაცავად არც თავი დაზოგა და არც სიტყვები: "ბატონო მეჭიაურო თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გერმანიის სასამართლოში გადაამოწმოთ საქმე, რომლის მიხედვითაც ოდესღაც ერთ-ერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა, რის შედეგადაც მან უკეთესად დაიწყო საკუთარი საქმის კეთება. რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენთანაც იგივეს გავიმეორებდი .

თქვენ არა მხოლოდ ბატონი ბიძინას სახელს არცხვენთ, არამედ მთელი პარტიისას! ამ ასაკში არ გეკადრებათ ასეთი რამ! მართალია დაბერდით, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სჭირდება იმის მტკიცება რომ და...ლევდით.


რაც შეეხება ფადი ასლის, საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ურიგო არ იქნებოდა ქართულად საუბარი მაინც ესწავლა."

მაშ ასე ახალგაზრდებო, სანამ როდესმე ია ფარულავაზე ცუდს იტყოდეთ ყბის ინციდენტი გაითვალისწინეთ. ტარიელი ხომ მუდამ იას დაცვის სადარაჯოზეა.

1
1136
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1136
  
2015, 9 ნოემბერი, 13:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1