x
image
მანჩო 777
ერთადერთი მონარქი მსოფლიოში, რომელიც ავტომექანიკოსად მუშაობს
ნებისმიერი ავტოზეინკალი უარს არ იტყოდა ცისფერსისხლიანი ყოფილიყო და თავი დაეღწია საძულველი, დამღლელი, ერთფეროვანი სამუშაოსაგან, მაგრამ თურმე მეფედ ყოფნა სულაც არ ნიშნავს მდიდრულ სასახლეში ცხოვრებას, ქვეშევრდომებზე მბრძანებლობას და სტუმრების მიღებას მდიდრულ დარბაზებში.


image


მეფე ბანსა ანუ ტოგბე ნგოროფია კიფა კოსი ბანსა ( ენა არ მოიტეხოთ!) განას ტერიტორიაზე მდებარე პატარა სამთავროს ხახას უმაღლეს მმართველს წარმოადგენს. 200 ათასი ქვეშევრდომის გარდა, მას თავიანთ მეფედ თვლიან ტოგოში მდებარე ევეს ხალხები, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი.


image



გასაოცარია, რომ მიუხედავად ამისა, მეფე სულაც არ ცხოვრობს ტოგოში ან განაში, მისი სახლი გერმანიის ქალქ ლუდვიგსჰაფენში მდებარეობს. ბანსას იქ აქვს საკუთარი ავტოგასამართი სადგური, სადაც ავტომექანიკოსად მუშაობს.


image


1970 წელს ბანსა მისმა ბაბუამ, ხოხოს მეფემ, სასწავლებლად გაგზავნა გერმანიაში, სწავლის დასრულების შემდეგ ჭაბუკმა გადაწყვიტა გერმანიაში დარჩენილიყო საცხოვრებლად, გახსნა იქ საკუთარი ავტოსახელოსნო, სადაც თავადაც მუშაობდა მექანიკოსად და მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას მიჰყო ხელი, სანამ 1987 წელს განადან მოსულმა ფაქსოგრამამ სრულებით არ შეცვალა მისი ცხოვრება.


image


ფაქსოგრამა იტყობინებოდა, რომ ბაბუა გარდაიცვალა, ხოლო მამა და უმცროსი ძმა სამეფო ტახტისათვის შეუფერებელნი აღმოჩნდნენ, რადგან ცაციები იყვნენ -ეს კი ევეს ხალხებში უწმინდურებად და ბოროტ ძალადაა მიჩნეული. ასე რომ, ბანსა ერთადერთი მემკვიდრე გახდა ბაბუისა, ის ვალდებული იყო დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში და ქვეშევრდომების კეთილდღეობაზე ეზრუნა, თუმცა მას ისე უყვარდა თავისი საქმე, რომ მეფედ კურთხევისთანავე დაბრუნდა გერმანიაში და კვლავ გააგრძელა მექანიკოსად მუშაობა თავის სახელოსნოში, ხოლო ქვეყანას ის სკაიპის, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მართავს.


image


წელიწადში რამდენჯერმე ბანსა მიდის თავის ქვეყანაში, უმეტეს შემთხვევაში თავის გერმანელ ცოლ გაბრიელასთან ერთად, რათა უკეთ შეისწავლოს, თუ რა უჭირს და რა ულხინს მის ხალხს.


ბანსას სამშობლო 1992 წელს დემოკრატიული ქვეყანა გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეფე დიდ როლს თამაშობს ქვეყნის მართვაში. მეფე ვალდებულია ააშენოს სკოლები, ხიდები, ჭები, დაამონტაჟოს წყლის ტუმბოები (მოგეხსენებათ, რომ აფრიკის რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია). იმისათვის, რომ ამ საქმეებისათვის ფული დააგროვოს, ბანსას უხდება სხვადასხვა შოუებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, მათ შორის გერმანიაში ქუჩის მომღერლობაც კი.


თავისი პროექტების განსახორციელებლად მეფეს უხდება აგრეთვე აწარმოოს და გაყიდოს საკუთარი ლუდი სახელწოდებით "აკოსომბო", თუმცა თავად ალკოჰოლურ სასმელებს არასოდეს არ სვამს.


image


და რა თქმა უნდა, ძირითადი თანხა, რომლითაც ბანსა თავის ხალხს ეხმარება, საკუთარი ავტოსახელოსნოდან მიღებული შემოსავალია. ასე რომ, ის ერთადერთი მონარქია მსოფლიოში, რომელიც ავტომექანიკოსად მუშაობს.


image



4
596
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
596
  
2015, 8 ნოემბერი, 23:30
გმადლობთ :)
2015, 8 ნოემბერი, 23:30
მაგარი კაცია..უბრალოება ადამიანს აკეთილშობილებს :)
2015, 8 ნოემბერი, 12:08
კარგი პუბლიკაციაა ...
2015, 8 ნოემბერი, 11:14
ყოჩაღ მას
0 1 4