ინგა გრიგოლია-"დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი... გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი..."
ყველა დროის ყველაზე რეიტინგულ და ენერგიულ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას, როგორც მოგეხსენებათ ტელეკომპანია "იმედზე" ორი გადაცემა "რეაქცია" და "იმედის კვირა" მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაუხურეს. ამის შესახებ ინგა გრიგოლია წერდა:
"ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით. დავიწყებ იმით, რომ "იმედი" არის კერძო ტელევიზია და არხს აქვს სრული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი გადაცემა სჭირდება და რომელი არა. ამიტომ, როგორც ჩვენში იტყვიან "გაგებით ვეკიდები" მათ გადაწყვეტილებას, რომელიც ვითომ მათ მიიღეს და ვითომ სულაც არ იყო პოლიტიკური..."
"მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი რატომ, არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს."
ხოლო ახლა უკვე სოციალური ქსელით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ახალ სამსახურს იწყებს:
"დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი... წყენებისგან, გაბრაზებისგან, უსამართლობის ემოციებისგან სრულიად სტერილური ვარ უკვე და მივხვდი, რომ აქტიურობის დრო დადგა(პრინციპში, ორ თვეზე მეტ ხანს არც არასდროს გაგრძელებულა ჩემი უსაქმურობა და გაბრაზებები). ხოდა, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი... მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა რომ ვიწყებ და იმიტომაც მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველი ფინალის მერე, ძალიან მალე ახალი ენერგია რომ მემატება... ორშაბათიდან ახალ სამსახურში გავდივარ და ისევ პირველი სექტემბერი მაქვს ორ დღეში... დეტალებს ორშაბათს მოგახსენებთ....
ინგა გრიგოლია."