კინო სერიალების ვარსკვლავი ადრიანა კამპოსი ავტოავარიაში მეუღლესთან ერთად დაიღუპა 2015, 8 ნოემბერი, 8:19 ![]() წყვილს ერთი წლის ვაჟი დარჩათ. ტრაგედია კოლუმბიაში 3 ნოემბერს მოხდა.36 წლის ადრიანა კამპოსი მეუღლესთან, რეჟისორ და ბიზნესმენ კარლოს რინკომთან ერთად, ანტიოქიის ოლქის სამხრეთ-დასავლეთის ტრასაზე მგზავრობდა. მოულოდნელად კარლოსმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მდინარე კაუკაში გადავარდა. ![]() წყვილის გადარჩენის შანსი არ იყო, მოგვიანებით მათი გვამები ქალაქ სალგარის საავადმყოფოში გადაიტანეს. კამპოსი მრავალ სერიალებში მონაწილეობდა, რომლის იმპორტიც მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში ხორციელდება და კარგადაა ნაცნობი სერიალების მოყვარულთათვის.მაგალითად ის მონაწილეობდა სერიალში :"ზორო-დაშნა და ვარდი", აგრეთვე მან მსახიობ მაურისიო ოჩმანოსთან ერთად ითამაშა "კლონის"ბრაზილიულ რემეიქში(2010წ.) ![]() ![]() 2082 7-ს მოსწონს
|