ვარსკვლავები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოდელი პლასტიკური ქირურგიის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში 2015, 8 ნოემბერი, 8:46
ეს არის წიგნი გამომცემლობა "Taschen" მიერ, რომელიც ასახავს მოდელის 20 - წლიან სამოდელო კარიერას, რომელშიც 300 - ზე მეტი პროფესიონალურად შესრულებული ფოტოა თავმოყრილი და მათ შორის ჟიზელის შიშველი ფოტოებიც. წიგნის პრეზენტაცია მშობლიურ ბრაზილიაში გაიმართა და 1000 ექსკლუზიური ეგზემპლეარი სიამოვნებით მაშინვე გაიყიდა, რომლის ღირებულებაც 465 ევრო ანუ 700 ამერიკული დოლარი იყო. რა თქმა უნდა პრეზენტაციაზე არა მხოლოდ ლამაზმანის მომხიბლავი ფეხები იყო ყურადღების ცენტრში, არამედ ახალგაკეთებული მკერდიც. - " ასეთი იდალური ფორმა ჟიზელ ბიუნჰენს პარიზულმა "Clinique du Parc Monceau" აჩუქა" - წერს წყარო. ცოტა ხნის წინ იმასაც წერდა ყვითელი პრესა, რომ ვარსკვლავი მეუღლეს ტომ ბრედს გაშორდა, მაგრამ საზოგადოება მალევე დააწყნარა მოდელმა და ჭორის გავრცელებიდან რამდენიმე წამში საყვარელ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა ინსტაგრამზე. 1101 9-ს მოსწონს
|