ვარსკვლავები იტალიელი კინოვარსკვლავი და ფოტომოდელი-მონიკა ბელუჩი 49 წლის ხდება 2013, 21 მარტი, 0:49 რადგან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხუთ თვიანმა დუღილის ტემპერატურამ არ იკლო და შესაბამისად საზოგადოებაც გადაიღალა უმრავლესობა - უმცირესობის უაზრო დებატებითა და პაექრობით, გადავწყვიტე ცოტა ხნით მივატოვო პოლიტიკური სტატიების წერა და თქვენი ყურადღება მსოფლიო მოდისა და კინოვარსკვლავთა ცხოვრებაზე გადავიტანო, რომელიც დამერწმუნეთ, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ამჯერად "ინტერმედიის" სტუმარი მთელი თავისი სიდიადითა და სილამაზით იქნება იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი 49 წლის მონიკა ბელუჩი. მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა იტალიის ერთ პატარა პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში.მამა სოფლის მეურნეობის მუშაკი იყო, დედა კი-პროფესიით მხატვარი.მონიკა 13 წლის ასაკიდან მოდელად მუშაობდა.1986 წელს იგი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, 16 წლიდან მუშაობდა, რათა სწავლის ფული გადაეხადა და ისე გაიტაცა მოდელობამ, ხელი აიღო იურისტობაზე და სამოდელო ცხოვრების ფერხულში აქტიურად ჩაება. 24 წლის ასაკში ის საცხოვრებლად გადავიდა მილანში და კონტრაქტი გააფორმა ყველაზე მსხვილ სამოდელო კომპანიასთან. 25 წლის მონიკა ბელუჩი პოპულარული იყო უკვე საფრანგეთსა და ამერიკაში, იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა "დოლჩე გაბანა". 2000-2003 წლებში მისმა სამოდელო კარიერამ პიკს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო მონიკას აღიარებამ, როგორც იტალიის სექს-სიმბოლომ.განსაკუთრებულმა მომხიბვლელობამ და სამოდელო კარიერაში მიღწეულმა წარმატებებმა მიიყვანა იგი კინოში. პირველი აღიარება მას მოუტანა ფილმმა "ბინა", რისთვისაც ევროპის პრესტიჟული ჯილდო "სეზარი "მიანიჭეს.სწორედ მაშინ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ფრანგი კინოვარსკვლავი ვენსან კასელი, რომელიც მონიკას პარტნიორი იყო აღნიშნულ ფილმში. 90-იან წლებში მონიკა ბელუჩი, როგორც მსახიობი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი გახდა.მას არა ერთი შეთავაზება ჰქონდა როგორც კომედიურ ჟანრებში, ასევე დრამასა და თრილერში. მისი კარიერა სულ ორ ათეულ წელს ითვლის მხოლოდ და ამ ხნის მანძილზე 50-მდე ფილმში ითამაშა.ბელუჩისთვის წარმატება მოჰქონდა არა მარტო მის სილამაზეს, არამედ იმ ფაქტს, რომ ის ფილმებში ძირითადად შიშვლდებოდა, რაც საზოგადოების უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა. ცნობილი ვარსკვლავი პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან.წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს და 2003 წელს მან ამჯერად სწორედ იმ ფრანგ მსახიობზე იქორწინა, რომელიც პარტნიორობას უწევდა ეროტიკულ ფილმებში. სწორედ ვენსან კასელთან ქორწინების შედეგად გაუჩნდა ორი შვილი. რაც შეეხება მონიკას განათლებას, იცის იტალიური, ფრანგული, ინგლისური, ესპანური და პორტუგალიური ენები.ბელუჩის განათლებაზე ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს წერდნენ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში 49 წლის გახდება, დამეთანხმებით მონიკა ბელუჩი დღესაც ისეთივე მიმზიდველი და მომხიბლველია, როგორც ოცი წლის წინ იყო. 307 24-ს მოსწონს
|