x
image
ვიზა კოხაძე
ვარსკვლავების საუკეთესო აქსესუარები კანის კინოფესტივალზე ( + ბევრი ფოტო )
დიდი ხნის ნანატრი, კანის რიგით 67 - ე კინოფესტივალი გაიხსნა ფილმ " Princess of Monaco " ჩვენებით.

წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა არა მარტო საღამოს კაბების, არამედ "шикарные" საყურეების, სამაჯურების, ხელჩანთებისა და ბეჭდების დემონსტრირებაც კი მოახდინეს.

წელს ბევრმა მათგანმა აქცენტები გააკეთეს საყურეებზე. მათ შორის აღსანიშნავია ზოე სალდანას ყველაზე მასიური საყურე.მსახიობმა აირჩია ბრილიანტის ძვირფასი ქვებით შემკული საყურე.

ცნობილია, რომ კანის კინოფესტივალი ამ ძვირფასი თვლების გარეშე წარმოუდგენელია.image


ბრილიანტის ძაფები აირჩიეს მსახიობებმა ნიკოლ კიდმანმა, ოდრი ტოტუმ, კარლა კლოსმა, ვიქტორია ბონიამ. მოკლედ, სტუმრები მრავალფეროვნების მოწმენი გახდნენ კინოფესტივალზე მთელი თავისი სიდიადით.imageimageimage
რაც შეეხება სამაჯურებს, ვარსკვლავები აქაც ძალიან დახვეწილები და გემოვნებიანები ჩანდნენ.შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ნიკოლ კიდმანის, ბლეიქ ლაივლის, ხოფიტ ჰოლანის ძვირადღირებული აქსესუარები.განსაკუთრებით ბრწყინავდა ლეტიცია კასტას აღმოსავლური სტილის მდიდრული სამაჯური.imageimageimageimage

წითელი ხალიჩაზე ვარსკვლავი გოგონები დაყოფილია ორ "ბანაკად".
ერთნი ხელში საყვარელი პატარა "клатчи-коробочки",

მეორენი კი ქსოვილის პატარა ხელჩანთებით.imageimageimage
ვარსკვლავებმა საინტერესო ტენდენცია დაამკვიდრეს კანის კინოფესტივალზე, განსხვავებით " ოსკარის" თუ " ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიებისაგან, იქ, სადაც ზოგიერთ მათგანს ყველა თითზე ბეჭდები ეკეთათ, აქ მინიმალიზმთან გვაქვს საქმე - ერთი, მაგრამ დიდი ქვა.

სხვათაშორის, ვარსკვლავების უმეტესობამ ამ ტენდენციას აქტიურად დაუჭირა მხარი.

ახლა კი თვალი გადავავლოთ ვარსკვლავებს, რომელთაც კინოფესტივალზე ყველაზე ძვირადღირებული ბეჭდები ეკეთათ.

imageimageimageimageimageimage












1
136
13-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
136
  
2014, 17 მაისი, 0:40
მაპატიე მაგრამ მე არცერთი არ მომეწონა
0 1 1