25 წლის უნგრელმა მოდელმა ბარბარა პალვინმა საკმაოდ რთული გზა განვლო, რათა ბავშვობის ოცნება ასრულებოდა და დიდ სცენაზე პოდიუმზე დამდგარიყო.Victoria's Secret-ის ანგელოზთა გუნდს კიდევ ერთი ბრწყინვალე გარეგნობის მოდელი - ბარბარა პალვინი შეუერთდა! სასიამოვნო სიახლის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.უზომოდ ბედნიერმა და გახარებულმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში არა ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის სრულად გადმოსცემს საკუთარ ემოციებს და მიღწეულ წარმატებებს.
ამის შესახებ ბარბარამ ჯერ კიდევ სამი - ოთხი თვის წინ იცოდა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი კომპანიის სახე გახდებოდა, მაგრამ აქამდე არავის ეუბნებოდა: - ""ამას სამი თვე საიდუმლოდ ვინახავდი. ეს კარიერის მწვერვალია." წერს მოდელი ინსტაგრამზე. ერთ - ერთ ინტერვიუში მოდელი ამბობს: - " როცა 13 წლის ვიყავი, "Victoria's Secret" - ის შოუ პირველად ვნახე და გავიფიქრე, აქ აუცილებლად მოვხვდებიმეთქი. სამი თუ ოთხი წლის შემდეგ, კი პირველად ჩავატარე ფოტოსესია "Victoria’s Secret"-ის PINK-ისათვის. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო."- აღნიშნა მან.ის პირველად მოდის სამყაროში 2012 წელს შემოვიდა, როდესაც ბრენდის არა ერთ პროექტში იღებდა აქტიურ მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებითაც.მას ბევჯერ უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა "Armani", "Calvin Klein", "Calzedonia", "Chanel", "Decious, H&M Authentic Collection", "Jazmin Chebar", "Loreal" და სხვებთან.წარმატებული იყო ბარბარა პალვინის გამოსვლა 2018 წლის ბრენდის კოლექციის ჩვენებაზეც და დღეს არც არავის გაჰკვირვებია მისი წინსვლა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ისეთი ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოდელების გვერდით დგომას, როგორებიცაა ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ქენდის სვეინპოლი, ბეჰატი პრინსლუ, ლილი ოლდრიჯი, ელზა ჰოსკი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, კენდალ ჯენერი და სხვები და სხვები.ბარბარას წარმატებებში ღრმად დარწმუნებული იყო მისი მეგობარი მამაკაცი, ამერიკელი მსახიობი დილა სპრაუზი, რომელმაც თავად ამცნო სამყაროს საკუთარი გულისსწორის წარმატება და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ძალიან სახალისო სურათი ატვირთა, რომელიც გათვლილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ ბარბარას წარმატებებში.
თუმცა წლების მანძილზე უნგრელმა გოგონამ არა ერთი ცნობილი მამაკაცის შეყვარებაც და გადაყვარებაც მოასწრო. როგორებიცაა ჯასტინ ბიბერი თუ ლეონარდო დი კაპრიო, კრისტოფ სომფაი თუ ნიალ ჰორანი, მაგრამ ახალ სიყვარულთან მოდელს უკვე სამ წლიანი კავშირი აქვს და იმედია აქაც არ გაუნელდება სიყვარული.