x
image
ვიზა კოხაძე
რას გვიამბობენ იტალიური მოდის მამამთავრის-რობერტო კავალის შესახებ?
როგორც ამბობენ, რობერტო კავალის სახლი ფლორენციაში, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავები იკრიბებიან, ისეთივე მდიდრულადაა მორთული, როგორც მისი შემოქმედება.სტატიის ბოლოს შევეცდები გაჩვენოთ იტალიური მოდის დიზაინერის რობერტო კავალის სახლის ფოტოები, რომელიც გუშინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.image
73 წელს მიღწეული იტალიური მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 1940 წლის 15 ნოემბერს ფლორენციაში დაიბადა.რობერტო კავალის კლიენტები არიან ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიცაა: შერონ სტოუნი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე ნოულსი, მადონა, შარლიზ ტერონი, ლენი კრავიცი, დრიუ ბერიმორი და ვიქტორია ბექჰემი.

მწირი ინფორმაცია მოიძებნა კავალის განვლილი ცხოვრების შესახებ ღრმა ბავშვობიდან დღემდე, თუმცა არსებობს ინფორმაციები მისი წარმატებული კარიერის, დღის რეჟიმის და საერთოდ ცხოვრების სტილზე, რომელსაც ჩემს სტატიაში შემოგთავაზებთ.
image
იტალიური მოდის მემატიანეს რობერტო კავალის სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა ის 25 წლის იყო.70-იან წლებში ძალიან პოპულარული გახდა, როცა ინოვაციურად მოხატული ტყავების ბიზნესი დაიწყო.მაგრამ მოდის მიმდევრებმა და ცნობილმა ადამიანებმა აღმოაჩინეს მისი სტილი, როგორც ექსტრავაგანტული დიზაინერისა და დაეხმარნენ გამხდარიყო ყველა სეზონის ყველაზე მოთხოვნადი სიახლეებში.

კავალი არა ერთხელ გახდა კრიტიკის სამიზნე, რასაც კოლექციაში ბეწვეულის ჭარბად შემოტანას უკავშირებდნენ.

image


როგორც წყარო გვიამბობს, დიზაინერისთვის ყველაზე წარმატებული - 2002 წელი იყო, როცა ის მსოფლიო მოდის ისტორიაში წლის საუკეთესო დიზაინერად აღიარეს.მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უამრავი ჯილდოები და პრემიები პარიზის, ლოს-ანჯელესის, ვენის და სხვადასხა ჩვენებებზე.არ საუბრობს თავის კლიენტებზე, თუმცა აქტიურია თავისი კოლექციების შესახებ ისტორიების თხრობაში.როგორც ამბობენ, მას ცხოველების ფართო სახეობა ჰყავს სახლში, მათ შორის: კატები, ძაღლები, თუთიყუშები და აქვს ორი დიდი აკვარიუმი, რომელიც სავსეა თევზებით და მისივე თქმით "თევზებიც მისი შთაგონების წყაროა", ისევე როგორც ქალები.image

image
ძირითად დროს დიზაინზე მუშაობას უთმობს დღის განმავლობაში, ხოლო გვიან ღამემდე მუშაობს "რობერტო კავალის" ბლოგზე და მთელ ღამეებს წერაში ატარებს.მისივე თქმით, იგი გვიან ღამემდე გამოცდილებებს უზიარებს თავის ფანებს და შესაბამისად რჩევებს აძლევს მათ.ასევე საუბრობს თავის მეუღლეზე-ევა დურინგერზე, რომელიც თავდაპირველად მისი ბიზნესპარტნიორი იყო.რობერტო კავალის და ევა დურინგერს 5 შვილი ჰყავთ. .image



image

კავალის კოლექცია ყოველთვის დახვეწილია და განსაკუთრებული ფერთა შეხამებით გამოირჩევა.იგი მუშაობს აგრეთვე სხვადასხვა ბრენდებზე, მათ შორის:არაყი, ყავა, ქალის სხვადასხვა აქსესუარები, საათები, სუნამოების ფართო კოლექცია.კავალი და მისი ოჯახი მიუხედავად ყველაფრისა ფლორენციაში ცხოვრობენ და სუფთა სისხლის ცხენებს უვლიან, აგრეთვე მართავენ შოკოლადის ფაბრიკას იტალიაში. ეს ის მცირე ჩამონათვალია კავალის მრავალმხრივი კოლექციებიდან, რომლის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელი გახდა ჩვენთვისაც.

თითქმის 43 წელი გავიდა რობერტო კავალის სამოდელო სამყაროში მოღვაწეობიდან და ის დღესაც, უკვე შვიდ ათეულ წელს გადაბიჯებული, კვლავ ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით, მუხლჩაუხრელად და გრანდიოზული მოლოდინით აგრძელებს არაერთ თავის საყვარელ საქმიანობას.

image

image
და ბოლოს მისი ნამდვილი შთაგონების წყარო ალბად ეს მშვენიერი ქალბატონი, მისი მეუღლე - ევა დურინგერია.image

image
image
image
image
image

4
160
23-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
160
  
2013, 26 ივნისი, 1:35
ბრავოოო !!უმაგრესი სტატიაა,ჩემი ერთერთი საყვარელი დიზაინერი
2013, 22 მარტი, 0:50
დღეს დაბლოკილი ვიყავი და თავის დანებებას ვაპირებდი.ვარსკვლავები აღარ მაქვს.
2013, 22 მარტი, 0:47
სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე თქვენს სტატიებს
0 1 4