საზოგადოება ინგა გრიგოლია ბრუნდება: "აქტიურობის დრო დადგა, გადავწყვიტე ახლიდან დავიწყო ყველაფერი" 2015, 8 ნოემბერი, 0:50
ჟურნალისტმა რამდენიმე თვე დასვენებასა და პირად ცხოვრებას დაუთმო, თუმცა კარიერის დასრულებაზე არც უფიქრია. ინგამ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ მაყურებელს უბრუნდება. "დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი... წყენებისგან, გაბრაზებისგან, უსამართლობის ემოციებისგან სრულიად სტერილური ვარ უკვე და მივხვდი, რომ აქტიურობის დრო დადგა. (პრინციპში, ორ თვეზე მეტ ხანს არც არასდროს გაგრძელებულა ჩემი უსაქმურობა და გაბრაზებები) ხოდა, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი...მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა რომ ვიწყებ"-წერს ინგა. რა ფორმით და რომელ არხზე გავა ინგას გადაცემა ჯერ უცნობია, თუმცა წინ ცხარე ეთერი და კარგი სანახაობა გველის... 262 4-ს მოსწონს
|