x
image
მანჩო 777
ტრაგედია მეორდება - კიდევ ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა (+ ვიდეო)
"დღეს დილით კიდევ ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა სამხრეთ სუდანში. პირველადი მონაცემებით, დაღუპულია 41 ადამიანი.


image

რუსულმა სატვირთო თვითმფრინავმა Ан-12-მა, რომელსაც ასევე რუსული ეკიპაჟი მართავდა, განიცადა კატასტროფა სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბადან აფრენისთანავე. მას შემდეგ, რაც 800 მეტრი სიმაღლე განავითარა, თვითმფრინავმა მკვეთრად დაიწყო სიმაღლის დაკარგვა და ის რამოდენიმე წამში დაენარცხა მიწას. ნამსხვრევები მდინარე თეთრი ნილოსის ნაპირებზე მიმოიფანტა.


image



წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 41 ადამიანი, ეკიპაჟის ერთი წევრი და ბავშვი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პილოტის შვილი, ცოცხალი გადარჩა" - ეს ინფორმაცია სააგენტო Reuters - მა გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხრეთ სუდანის მისიის მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით. ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სულ თვითმფრინავის ბორტზე.


image


შეგახსენებთ, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ კატასტროფა განიცადა რუსულმა სამგზავრო თვითმფინავმა, რომლის ბორტზეც 270- ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ყველა მათაგანი დაიღუპა.




0
654
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
654
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0