საზოგადოება "ნიჭიერს" აკრიტიკებს ხალხი, რომელმაც ჯანმრთელი ადამიანი გიჟად გამოაცხადა...-ნიკა გვარამია 2015, 3 ნოემბერი, 17:09
"ნიჭიერს" აკრიტიკებს ხალხი, რომლებმაც ასე, საკუთარი ინიციატივით, ჯანმრთელი ადამიანი გიჟად გამოაცხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიდა, სისულელეები ილაპარაკა, ცუდად იმღერა და წავიდა. საოცარი ამბავია იმ ხალხისგან, ვისაც პარლამენტში მეჭიაური, ჯაჭვლიანი და თოფაძე ყავს არჩეული. ეს არის სწორედ ლინჩის წესი და ბრბოს ფსიქოლოგია, რასაც ახლა თქვენ შვრებით, ძვირფასო პოზიორო პოლიტკორექტულო ინტელექტუალებო." "მოკლედ, ჟანას არც დაესიზმრებოდა "ნიჭიერში" მისვლა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ ბანკში იყვნენ მისული, გამოგზავნილი ფულის ასაღებად. ვიღაცამ დაინახა, შეატყო რომ ვერ იყო, რადგან იცვამს "უცნაურად" და დაუწყო, მეო ნიჭიერის უფროსი ვარო და დარწმუნებული ვარ ნიჭიერი გოგო ხარ, ალბათ მღერი და ცეკვავო და წამოდი "ნიჭიერში" ჩაგწერთო... ესეც გაყვა ბებიასთან ერთად და მთელი ზაფხული დაყავდათ რაღაც ჩაწერებზე. აქეზებდნენ, ნიჭიერი ხარ, ულამაზესი ხარ, საუკეთესო ხარ... ამასაც სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა.. მე, რა თქმა უნდა ვაფრთხილებდი, რომ არ გასულიყო, მაგრამ არ მიჯერებდა... 253 2-ს მოსწონს 2-ს არა
|