x
image
K.P.
"დაგვიხოცეთ შვილები, დააპირისპირეთ ძმები! ფუ! რა სისაძაგლეა!!!"-თამრიკო ჭოხონელიძე შეშფოთებულია
image
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბარია ასახული.

"მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე! სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო"-ამტკიცებდა ყოფილი პრეზიდენტი საუბრისას.

"ჩვენებიო"! -არა?! -ამან დაგვღუპა ჩვენ! ისედაც ქართველებისგან დაცლილ, დათრგუნულ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს უნდა ვამაგრებდეთ და ვაიმედებდეთ "ჩვენები" და "სხვისები" დავამკვიდრეთ არა?!

-ასე იოლად და უდრტვინველად ვეგუებით იმას, რომ სისხლისღვრა "ხო, ალბათ მოხდება" არა?!


ფუ! რა სისაძაგლეა!!! ამიტომაც ვიქცევით! აღარაფრის გვეშინია?!

ნუთუ ასეთი ძნელი გახდა ამ პატარა ქვეყანაში თუნდაც განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების ზიზღისა და სისხლისღვრის გარეშე გამოვიდეთ მდგომარეობიდან?!

მაგრამ ჩვენ ვინ მოგვცა ამის სიბრძნე! მიდით, დასახეთ გეგმები როგორ მოკლათ ახალგაზრდა დედა, რომ პროვოკაციებს წამოეგოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. და კიდევ ბევრი სხვა განზრახვა. აბა, თქვენ იცით!

დაგვიხოცეთ შვილები! დააპირისპირეთ ძმები, დები, მოყვრები, ახლობლები! ნეტავ კიდევ რით გაგვახარებთ?! დაქცევის პირასაა ქვეყანა. აბა, რა, სადაც თუნდაც ერთი ქალი მაინც აზროვნებს ისე, როგორც აზროვნებენ ზოგიერთები!

შვილი მაინც გააჩინონ, ეგება ცოტა სხვაგვარად დაიწყონ აზროვნება. მატრამ აღარც ამის იმედი მაქვს! (ახლა ნახეთ რა წამოვა ზიზღისა და ღვარძლის სეტყვა)ბურთი და მოედანი თქვენია საქართველოს "გულშემატკივრებო"!"-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. "რა ვქნათ, რა მოვიმოქმედოთ?-საშინლად ვარ შეშფოთებული!"-დასძენს თამრიკო მოგვიანებით.image

0
325
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0