საზოგადოება "სადმე რომ შემხვდეს, არ ვუსურვებდი! თვალს გამოვწიწკნი". სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის სკანდალური ჩანაწერი და დიდი დაპირისპირება 2015, 2 ნოემბერი, 17:16 სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის საუბარია ასახული. "მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე! სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან? მიხეილ სააკაშვილი: აბა... სოფო: ხო, ალბათ იქნება მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო. სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ მიხეილ სააკაშვილი: ვის? სოფო: ჩვენებს. მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი. სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან." ჩანაწერმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ახალი სკანდალიც აგორდა. კოლეგები, მეგობრები და საზოგადოების ნაწილი ნოდარ მელაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პროდიუსერი რუსუდან ვაშაკიძე: ''უშიშარიც რომ არის და რაებს უგონებენ? სად ნახა და სად იპოვა შეშინებული და რა ინტერპრეტაციებით მიაქვს ამბები, ფუ''. ინგა გრიგოლია: ახლა სადმე რომ შემხვდეს, არ ვუსურვებდი რუსუდან ვაშაკიძე: არც მე ინგა გრიგოლია: არაა ღირსი, გადაუაროს თავზე? რუსუდან ვაშაკიძე: თვითონ რა გაუკეთებია, ისე? ინგა გრიგოლია: ჩვენ კი ვიცით, რაც გაუკეთებია... თვითონ როგორ არ უტყდება, ნოდარის გამო თვალს გამოვწიწკნი ნებისმიერ როგორც ჩანს წინ დიდი სკანდალი გველის! 7750 3-ს მოსწონს
|