x
image
მანჩო 777
დიზაინერების საოცარი გამოგონება - ფანარი, რომელიც ადამიანის მიახლოებისას ყვავილივით იშლება
არქიტექტორები და დიზაინერები კვლავ და კვლავ გვაოცებენ თავიანთი კრეატიულობითა და გასაოცარი გამოგონებებით. იერუსალიმის მცხოვრებლებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება მიეცათ გახდნენ შუა ქუაში დადგმული შოუს მონაწილენი: გიგანტური ყვავილის ფორმის ცხრამეტრიანი ქუჩის ფანარი მაშინათვე იშლება, როგორც კი მას ადამიანი მიუახლოვდება.


image
ეს გასაოცარი კონსტრუქცია იერუსალიმის ცენტრში 2014 წელს დადგა ერთ-ერთმა დიზაინერულმა კომპანიამ. პროექტი გაჩნდა მუნიციპალიტეტის ძალისხმევის შედეგად, რომელიც ისწრაფვის ქალაქის სივრცის გაფართოებისა და კეთილმოწყობისაკენ.


image


როგორც ამ სასწაულის შემქნელები ამბობენ, მათი პროექტი მიმართულია არა ქაოსთან ბრძოლისაკენ, არამედ მისი მიზანია გაალამაზოს ქალაქი და შეახსენოს ადამიანებს, რომ ამ სამყაროში ყოველთვისაა ადგილი სასწაულების, ფანტაზიისა და სასიამოვნო მოულოდნელობებისათვის.



image


მართლაც ულამაზესი იდეაა, არ მეთანხმებით? არც ჩვენს დედაქალაქს აწყენდა ასეთი კრეატივი.


imageimageimageimage
და ბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, რათა უფრო რეალურად შეიგრძნოთ ამ დიზაინერული საოცრების მთელი სილამაზე.




2
57
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
57
  
2015, 1 ნოემბერი, 22:23
მართლაც ულამაზესია :)
2015, 1 ნოემბერი, 21:47
აუ რა ლამაზაია
0 1 2