სხვა დიზაინერების საოცარი გამოგონება - ფანარი, რომელიც ადამიანის მიახლოებისას ყვავილივით იშლება 2015, 1 ნოემბერი, 17:36 არქიტექტორები და დიზაინერები კვლავ და კვლავ გვაოცებენ თავიანთი კრეატიულობითა და გასაოცარი გამოგონებებით. იერუსალიმის მცხოვრებლებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება მიეცათ გახდნენ შუა ქუაში დადგმული შოუს მონაწილენი: გიგანტური ყვავილის ფორმის ცხრამეტრიანი ქუჩის ფანარი მაშინათვე იშლება, როგორც კი მას ადამიანი მიუახლოვდება.
![]() ეს გასაოცარი კონსტრუქცია იერუსალიმის ცენტრში 2014 წელს დადგა ერთ-ერთმა დიზაინერულმა კომპანიამ. პროექტი გაჩნდა მუნიციპალიტეტის ძალისხმევის შედეგად, რომელიც ისწრაფვის ქალაქის სივრცის გაფართოებისა და კეთილმოწყობისაკენ. ![]() როგორც ამ სასწაულის შემქნელები ამბობენ, მათი პროექტი მიმართულია არა ქაოსთან ბრძოლისაკენ, არამედ მისი მიზანია გაალამაზოს ქალაქი და შეახსენოს ადამიანებს, რომ ამ სამყაროში ყოველთვისაა ადგილი სასწაულების, ფანტაზიისა და სასიამოვნო მოულოდნელობებისათვის. ![]() მართლაც ულამაზესი იდეაა, არ მეთანხმებით? არც ჩვენს დედაქალაქს აწყენდა ასეთი კრეატივი. ![]() ![]() ![]() ![]() და ბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, რათა უფრო რეალურად შეიგრძნოთ ამ დიზაინერული საოცრების მთელი სილამაზე. 57 8-ს მოსწონს
|